რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ბურჯანაძის 21 ქულამ "ლეიმა ბასკეტს" "ოვიედოსთან" ვერ უშველა

    ბექა ბურჯანაძემ ზედიზედ მეორე მატჩში 20-ქულიან ბარიერს უწია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ესპანეთის მეორე დივიზიონში მორიგი მძლავრი მატჩი ჩაატარა. მისი "ლეიმა ბასკეტი" "ოვიედოს" მასპინძლობდა და ბურჯანაძის ქებული თამაშის მიუხედავად, დამარცხდა.

    ლაკორუნიელებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. პლეი ოფში მოსახვედრად მინიმუმ მე-9 ადგილზე გასვლაა საჭირო, ბურჯანაძის გუნდი კი ამ ტურამდე მე-10-ზე იყო და მეტოქედ ერთი საფეხურით დაბლა მყოფი გუნდი ჰყავდა.

    ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გაიღო. მას ხეირიანად მხარი ვერ აუბეს თანაგუნდელებმა და ლაკორუნიელები დაძაბულ ბრძოლაში - 78:84 დამარცხდნენ.

    წინა ტურში, "ლეიმა ბასკეტმა" სტუმრად "ხუვენტუდი" რომ დაამარცხა, ბურჯანაძემ 20 ქულა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა ზედიზედ მეორედ უწია 20-ქულიან ნიშნულს, რაც ესპანეთის საკმაოდ მაღალი დონის ოქროს ლიგაში გამორჩეული შედეგია. ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 28 წუთი გაატარა. ბექამ 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 21 ქულასთან ერთად ქართველ ლეგიონერს 5 მოხსნაც დაუგროვდა.

    ბურჯანაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა საბოლოოდ 17 ერთეული შეადგინა, რაცვ ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ. ლაკორუნიულ გუნდში ბექას შემდეგ საუკეთესო შედეგი ამერიკელ კაილ როულის ჰქონდა, რომელმაც 12 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგ დუბლს უწია.

    ამ წაგებით "ლეიმა ბასკეტი" მე-11 ადგილზე ჩამოქვეითდა. შემდეგ ტურში ლაკორუნიელები სტუმრად "პლანასას" დაუპირისპირდებიან.

    საქართველოს კალათბურთის ფედერაცია
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        24-03-2015, 12:00
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ