რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    გიორგი შერმადინი "ანდორას" წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

    გიორგი შერმადინი "ანდორას" სეზონის ყველაზე საიმედო კალათბურთელი გახდა, რაც სხვა არაფერია, თუ არა საუკეთესო მოთამაშე. საკალათბურთო კლუბ ანდორას დაწესებული აქვს აღნიშნული პრიზი გუნდის საუკეთესო მოთამაშისთვის, თუმცა ოფიციალურად მას საიმედო მოთამაშის პრიზი ეწოდება.

    შერმადინი გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. შედეგიანობით, შერმადინი ესპანეთის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი გახლდათ და როცა კლუბ ანდორას გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარეს, თუ ვინ აერჩიათ გუნდის ყველაზე საიმედო მოთამაშედ, უმეტესობამ მხარი ქართველ ლეგიონერს დაუჭირა.

    შერმადინმა საკუთარი ტიტული ციფრებითაც გაამაგრა. გასულ რეგულარულ ჩემპიონატში ის "ანდორას" საუკეთესო ბომბარდირი გახდა 327 ქულით. მის შემდეგ 247 ქულით დევიდ ნავარო მოდის.

    შერმადინს პრიზი კლუბის მთავარი სპონსორის "მორაბანკის" მარკეტინგის სამსახურის დირექტორმა მირეირა მაესტრემ გადასცა.

    ქართველი ლეგიონერი აღიარებით გახარებული იყო და შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მადლობა ამ აღიარებისთვის. ეს იყო ჩემთვის აღმავლობისა და ვარდნის სეზონი, მაგრამ მთლიანობაში ის ძალიან კარგი გამოვიდა, რადგან მწვრთნელისგან ნდობას, ქომაგებისგან კი დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი".

    შერმადინს მომავალზეც დაეკითხნენ, რაზეც მან ასე უპასუხა: "წინ მთელი ზაფხულია და არ ვიცი, რა იქნება, სად გაგრძელდება ჩემი კარიერა. ისე კი, ჩემი მეუღლე ყოველ დღე მეუბნება, რომ ანდორაში დავრჩეთ, რადგან აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთრ სახლში".

  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        26-05-2016, 15:49
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ