რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპაში 15 დღიანი საწვრთნელი შეკრება დაიწყო. ეროვნული გუნდი 24 მაისიდან, ავსტრიის ქალაქ ლინცთან ახლოს მდებარე დაბა ფელდკირხენში ერთი კვირა დარჩება. ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 22 ფეხბურთელი იყო.

    გიორგი ჭანტურია ეროვნულ ნაკრებს უახლოეს დღეებში შეუერთდება. ქართველმა ფეხბურთელმა სადებიუტო ვარჯიში "დუისბურგის" საპლეიოფო მატჩის გამო გამოტოვა. გიორგი აბურჯანია კი, რომელსაც სეგუნდა დივიზიონში გადამწყვეტი შეხვედრები აქვს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან შეთანხმებით ეროვნულ გუნდს თვის ბოლოს შეურთდება. ნაკრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უახლოეს ამხანაგურ მატჩებში ჯანო ანანიძე გამოაკლდა.

    საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები პირველ ამხანაგურ მატჩს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთის წინააღმდეგ 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში ჩაატარებს. 3 ივნისს რუმინეთის ეროვნულ გუნდს ქართველი ფეხბურთელები ბუქარესტში შეხვდებიან. ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთნ თამაში კი 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე შედგება.

    საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში ამ შემადგენლობით ივარჯიშა:

    მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("ფეირენსე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო");

    მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო თბ"), ლაშა დვალი ("სლასკი", პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო თბ"), უჩა ლობჟანიძე ("დინამო თბ"), გიორგი ნავალოვსკი ("სკა-ენერგია", რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი);

    ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი ("ესკიშეჰირსპორი", თურქეთი), ჯაბა ჯიღაური ("დინამო თბ"), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("დინამო თბ");

    თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი ("პოგონი", პოლონეთი), გიორგი ქვილითაია ("დინამო თბ").


  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        26-05-2016, 15:55
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ