რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    "ქუთაისი" საქართველოს ჩემპიონია!

    კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი "ქუთაისი" გახდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა სუპერლიგის ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში - 76:71 მოუგო "დინამოს" და საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა. ქუთაისელები ფინალში 2 წლის წინაც იყვნენ და მაშინაც მეტოქედ "დინამო" ჰყავდა, თუმცა 2014 წლის ფინალური სერია დინამოელებმა 3:1 მოიგეს.

    წლევანდელი გადამწყვეტი მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. ის არ ჰგავდა სერიის წინამორბედ თამაშებს, რომლებშიც მეტოქე გუნდები მონაცვლეობით და დიდი უპირატესობით იმარჯვებდნენ (ეს განსაკუთრებით ეხება ბოლო 2 შეხვედრას, რომელშიც ჯერ "ქუთაისმა" იმარჯვა, შემდეგ - "დინამომ"). დღევანდელი უაღრესად დაძაბული და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა.

    არადა, დასკვნით წუთებამდე იყო ეპიზოდები, როცა როგორც ერთი, ისე მეორე გუნდი სოლიდური სხვაობით დაწინაურდა, თუმცა ლიდერობას გუნდები დიდ ხანს ვერ ინარჩუნებდნენ. პირველ პერიოდში ქუთაისელებმა 10-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს (16:6), თუმცა "დინამომ" მეტოქეს ეფექტური დაცვა დაუპირისპირა და ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა.

    თავის მხრივ, 'დინამოელებმაც" მოიპოვეს ხელჩასაჭიდი ლიდერობა, რაც მიხეილ ბერიშვილისა და მაქსიმ კოვაჩევიჩის შედეგიან თამაშს მოჰყვა. ქუთაისელები უფრო გუნდურად თამაშობდნენ, თუმცა გამოსარჩვი იყო ბექა ბექაურის შეტევაში შედეგიანი თამაში, რომელმაც პირველ ტაიმში 7-დან 7 ორქულიანი ჩააგდო და 19 ქულა დააგროვა.

    მესამე პერიოდში თბილისელებმა 4-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და მეოთხედიც ამ სხვაობით დასრულდებოდა, ქუთაისელთა აზერბაიჯანელ უკანახაზელ მოედნის ცენტრიდან 3-ქულიანი რომ არ ჩაეგდო. ბოლო პერიოდი "დინაოელთა" 1-ქულიანი ლიდერობთ განახლდა და თამაში ბოლო წუთებამდე თანაბრად გაგრძელდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ქუთაისელებმა მეტი შედეგიანობა გამოიჩინეს - გოგა ცეკვავამ, რიჩარდ მათიაშვილმა და ზაურ ფაშაევმა ძალიან მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდეს და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.

    გამარჯვებულებს 24 ქულითა და 15 მოხსნით ბექა ბექაურმა ულიდერა. 18 ქულა დააგროვა ზაურ ფაშაევმა, ხოლო გოგა ცეკვავას ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. "დინამოში" 20 ქულით ბომბარდირი გახდა მაქსიმ კოვაჩევიჩი, ხოლო 16 ქულა ებრიუ მაკალპის ანგარიშზეა.

    "ქუთაისი" საქართველოს ჩემპიონია!

    მატჩისშემდგომი კომენატრები

    კოტე ტუღუში ("ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი): სეზონის კულმინაცია იყო დღევანდელი მატჩი. როგორი დაძაბული სეზონიც იყო, ფინალური სერიაც ისეთი გამოვიდა. გადამწყვეტი მატჩი ძალიან საინტერესო გამოვიდა და მაყურებელმაც ისიამოვნა. ეს გახლდათ საკალათბურთო ზეიმი და მოგებული მთლიანად ქართული კალათბურთი გამოვიდა. მადლობა ყველას, ვინც გვქომაგობდა და მათაც, ვისაც უბრალოდ ლამაზი სანახაობის ნახვა სურდა. ვფიქრობ, გავამართლეთ მათი იმედები".

    ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "ძნელია ისაუბრო ესეთი ფინალის მერე. არ მინდა უკომენტაროდ დავტოვო ქუთაისელთა გამარჯვება და წარმატება. ასევე არ შეიძლება უკომენტაროდ დარჩეს ქუთაისელთა შესანიშნავი გულშემატკივრობა და ის ატმოსფერო, რაც აქ სუფევდა. ესაა, რაც ნამდვილად ალამაზებს ქართულ კალათბურთს. გამომდინარე აქედან, მე კიდე ერთხელ მინდა მივულოცო გამარჯვებულ მოთამაშეებს და მწვრთნელებს, დამარცხებული მწვრთნელების და მოთამაშეების სახელით. ეს ყველა დამარცხებულს უნდა შეეძლოს და არა ის, რომ უკომენტაროდ დატოვოს მოწინააღმდეგე გუნდის გამარჯვება".

    "ორიოდე სიტყვით წლევანდელ სეზონსაც შევაჯამებ: იმ იმედგაცრუების მიუხედავად, რაც მე მსაჯების მიმართ მაქვს, არ დავკონკრეტდები გვარებით იმიტომ, რომ ვთვლი ეს შეურაცხყოფა იქნება ჩვენი, ზოგადად ქართული კალათბურთის მიმართ. ვისურვებდი, რომ მომავალში, არამარტო სუპერფინალების, არამედ სხვა თამაშების ბედი გადაეწყვიტოს გუნდებს მოედანზე და არა სხვა გარეშე ფაქტორებს. აქ მცირე დოზით გამოვხატავ ჩემს გულისტკივილს და იმედს ვიტოვებ, რომ ეს გულისტკივილი არასოდეს განმეორდება და დაცული იქნება სპორტული სამართლიანობა. დიდი მადლობა მთლიანად სუპერლიგას! მომავალ სეზონამდე!"

    "ქუთაისი" საქართველოს ჩემპიონია!

    "ქუთაისი" საქართველოს ჩემპიონია!

    "ქუთაისი" საქართველოს ჩემპიონია!

  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        27-05-2016, 21:50
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ