image

5 მოლოდონი მომავალი წლის ჩემპიონთა ლიგის სეზონთან დაკავშირებით

უკვე დასრულებული ჩემპიონთა ლიგა ერთ-ერთი გამორჩეული იყო ისტორიაში. საბოლოოდ ყველაფერი მადრიდის "რეალის" ტრიუმფით დაგვირგვინდა, რომელმაც სანუკვარი ჯილდო მეთერთმეტედ დაისაკუთრა, თუმცა მეორე მხრივ, არ შეიძლება არ აღინიშნოს დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" ბრწყინვალე სვლა ფინალამდე, ბრძოლა ფინალში და უკვე მეორე დრამატული მარცხი "რეალთან", რომელიც ნეიტრალურ გულშემატკივარს ხშირ შემთხვევაში სინანულის გრძნობას აღუძრავს.

მომდევნო სეზონში ევროპის უდიდესი გუნდები ისევ შეიკრიბებიან ერთად და ისევ ეცდებიან მაყურებლისთვის დაუვიწყარი წარმოდგენების ჩუქებას. მაყურებელთა ყურადღება კი განსაკუთრებით გამახვილებული იქნება ხუთ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ საუბარი უკვე დაწყებულია.

5) გვარდიოლას ახალი გამოწვევა.
გვარდიოლა ამჯერად "მანჩესტერ სიტისთან" ერთად შეეცდება იმის გაკეთებას, რაც საუკეთესოდ გამოუვიდა "ბარსელონაში" და საერთოდ ვერ მოახერხა მიუნხენის "ბაიერნში".

4) ანჩელოტიმ უნდა გააკეთოს ის, რაც ვერ გააკეთა გვარდიოლამ.
მიუნხენში ანჩელოტის ერა იწყება."ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგაზე დიდ გამარჯვებებს მონატრებულია, სწორედ იტალიელზე ამყარებს გუნდის ხელმძღვანელობა უდიდეს იმედებს, რომელმაც "რეკორდმაისტერი", მათი აზრით, აუცილებლად უნდა მიიყვანოს ტრიუმფამდე.

3) ზიდანმა უნდა დაამტკიცოს, რომ მხოლოდ ექვსთვიანი სასწაული არ იყო.
ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალს" უკვე დასრულებული სეზონის მანძილზე ფორტუნა ყოველთვის გვერდით ედგა კენჭისყრიდან დაწყებული, მოედანზე განვითარებული მოვლენებით დასრულებული. ზინედინ ზიდანს სერიოზული სამუშაოს ჩატარება მოუწევს, რათა დაამტკიცოს, რომ გუნდის ჩემპიონობაში მთავარი მისი ძალისხმევა იყო.

2) გასავარდნი ზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე, "ლესტერის" ევროვოიაჟი იწყება.
ალბათ რამდენიმე თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ინგლისის ჩემპიონატიდან ჩემპიონთა ლიგაზე "ლესტერ სიტის" იხილავდა. "მელიებმა" 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია შემოგვთავაზეს და სიზმრის გაგრძელებას უკვე ევროპულ ჭრილში შეეცდებიან. რანიერი ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება.

1) ყველა ესპანური დომინაციის წინააღმდეგ.
უკანასკნელი 13 ევროპული ტურნირიდან 9 ესპანური გუნდების გამარჯვებით დასრულდა. "სევილიამ" ევროპის ლიგა საკუთარ ტურნირად იქცია, ხოლო ჩემპიონთა ლიგას "ბარსელონა" და "რეალი" მონაცვლეობით იგებენ. ამასთან ერთად, სამი წლის მანძილზე სიმეონემ "ატლეტიკო" ორჯერ გაიყვანა ფინალში, მანამდე კი თითქმის ყველა ევროპული გიგანტი ჩამოიცილა გზიდან. მომდევნო სეზონში ბევრი ელის, რომ ევროსარბიელზე ესპანური გუნდების დომინაცია უნდა დასრულდეს, ბევრი კი პირიქით.

აგრეთვე იხილეთ:
სიმეონეს ულტიმატუმი "ატლეტიკოს"
"იუნაიტედმა" ლიდერი შეინარჩუნა
მოურინიო ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში სოლიდურ თანხას მიიღებს
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        30-05-2016, 11:10

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ