image

კავანი "ატლეტიკოში" გადასვლაზე ალაპარაკდა

როგორც "პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ განაცხადა, კოპა ამერიკის შემდეგ იგი შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში გადავიდეს.

კავანი პარიზულ გუნდში სამი წლის წინ გადაბარგდა და ამ დროის განმავლობაში სამჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი. ამასთან ერთად, 148 ჩატარებულ შეხვედრაში 81 გოლის გატანა მოახერხა.

"ფეხბურთში ცვლილებები ყოველთვის ხდება. ამჟამად მე "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ, თუმცა დიეგო გოდინი "ატლეტიკოს" შესახებ ძალიან ბევრს მესაუბრება, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და მომავალში რა მოხდება, ჯერჯერობით უცნობია", - აცხადებს კავანი.

აგრეთვე იხილეთ:
რონალდოს პასუხი ჟერალდ პიკეს - პორტუგალიელმა თავისი პაროდია შეაფასა [ვიდეო]
მაქსიმოვიჩის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ავტოგოლი [ვიდეო]
მოურინიო ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში სოლიდურ თანხას მიიღებს
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        1-06-2016, 12:33

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ