image

"პარი სენ-ჟერმენს" კოუტინიოს შეძენა უნდა

ფრანგული გამოცემების ცნობით, საფრანგეთის ჩემპიონი "პარი სენ-ჟერმენი" ინგლისის "ლივერპულის" ბრაზილიელი ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს შეძენითაა დაინტერესებული.

მიმდინარე წელს პარიზული გუნდი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დატოვა, ასევე საუბარია ედინსონ კავანის წასვლაზე, შესაბამისად, გუნდის ხელმძღვანელობა წინა ხაზის გაძლიერებას აპირებს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენის გადახდას აპირებს "პსჟ" ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, თუმცა "ლივერპული" მას რომ ადვილად არ შეელევა, ფაქტია.

სამხრეთ ამერიკელი მერსესაიდულ გუნდში 2013 წელს გადავიდა, ხოლო პრემიერლიგის ეგიდით ჩატარებულ 107 შეხვედრაში 21 გოლის გატანა მოახერხა.


აგრეთვე იხილეთ:
ალვეში "ბარსელონას" დატოვებს
პირველი ოფიციალური ტრანსფერი პრემიერლიგაში
"რეალს" ალაბას შეძენა უნდა
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        2-06-2016, 22:02

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ