image

გარბინ მუგურუზა როლან გაროსის ჩემპიონია

გუშინ ქალთა შორის როლან გაროსის 2016 წლის გათამაშება დასრულდა. ყველასათვის მოულოდნელად ფინალურ ორთაბრძოლაში ამერიკელი სერენა უილიამსი 22 წლის ესპანელ გარბინ მუგურუზასთან ორ სეტში 7:5, 6:4 დამარცხდა, შესაბამისად, ესპანელი ჩოგბურთელი კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონად მოგვევლინა.

ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს შარშან უიმბლდონის ფინალშიც შეხვდნენ, თუმცა მაშინ უმცროსმა უილიამსმა ესპანელის დაჩაგვრა ადვილად მოახერხა, რაც გუშინ ნამდვილად არ გამოუვიდა. ამასთან ერთად, სერენამ კარგი შანსი გაუშვა დიდი სლემის მოგებული ტურნირების საერთო რაოდენობით ლეგენდარულ შტეფი გრაფს დაწეოდა, თუმცა ამ ყველაფრის გაკეთებას იგი უკვე ივნის/ივლისში უიმბლდონზე შეეცდება.

როლან გაროსზე დღეს მამაკაცთა ფინალი გაიმართება. სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ბრიტანელი ენდი მარი საკუთარი პირველი საფრანგეთის ღია პირველობისთვის მოგებისთვის იბრძოლებენ.
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        5-06-2016, 11:51

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ