რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    "კლივლენდ კავალიერსი" ჩემპიონია

    ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2015/16 წლის სეზონი დასრულდა. სეზონის განმავლობაში მაყურებელმა უამრავი დაუჯერებელი, ესთეტიური, დრამატული მომენტი იხილა და რაც ყველაზე მთავარია, უკვე დასრულებული სეზონი უამრავი რეკორდით იყო დასამახსოვრებელი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს "გოლდენ სტეიტის" უნიკალური მიღწევა, "მეომრებმა" რეგულარულ სეზონში მხოლოდ 9 თამაში წააგეს და ამით ლეგენდარული "ჩიკაგო ბულსის" რეკორდი დაამხეს.

    კიდევ ერთი უნიკალური მიღწევა რამდენიმე საათის წინაც დაფიქსირდა. ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდ კავალიერსმა" ფინალური სერიის მეშვიდე შეხვედრაში, რომელიც "გოლდენ სტეიტის" არენაზე გაიმართა, მოქმედი ჩემპიონი 93-89 დაამარცხა და ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც გადამწყვეტ სერიაში 1:3 დეფიცი აღმოფხვრა. აქამდე იგივე რამ ისტორიაში 31-მა გუნდმა ვერ მოახერხა.

    მეშვიდე მატჩი ქულა-ქულაში მიდიოდა და შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრეც ჩემპიონის ვინაობა საკალათბურთო სამყარომ არ იცოდა. საბოლოოდ ყველაფერი "კავალიერსის" გამთამაშებლის კაირი ირვინგის დაუჯერებელმა სამქულიანმა გადაწყვიტა, რომელმაც ოჰაიოელები 92:89 დააწინაურა.

    ისტორიულ მეშვიდე მატჩში სამმაგი დუბლის შესრულება მოახერხა ლებრონ ჯეიმსმა. "მეფემ" მხოლოდ 2 წუთი დაისვენა, ხოლო პარკეტზე 46 გაატარა, რა დროშიც 27 ქულა, 11 პასი, 11 მოხსნა, 3 ბლოკი, 2 ჩაჭრა დააგროვა, ასევე მან ბურთი 5-ჯერ დაკარგა. აღნიშნული სამმაგი დუბლი ლებრონისთვის სუპერფინალებში მე-7-ეა, ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ მეჯიქ ჯონსონს ჩამორჩება (8). ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ ჯეიმსმა სერიის 7 თამაშის განმავლობაში ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა, მოხსნა, პასი, ჩაჭრა და დაფარება დააგროვა. ეს შედეგიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში აქამდე არცერთ მოთამაშეს არ ჰქონია.

    გადამწყვეტი სამქულიანის ჩამგდებმა კაირი ირვინგმა თავისიანებს 26 ქულა მოუტანა. კარგად გაისარჯა კევინ ლავი, რომლის ანგარიშზეც 9 ქულა, 14 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრაა. ლიდერებს მხარი ჯრ სმიტმა (12 ქულა), ტრისტან ტომფსონმა (9 ქულა, 4 მოხსნა), იმან შამპერტმა (4 ქულა), მო უილიამსმა (2 ქულა) და რიჩარდ ჯეფერსონმა (2 ქულა, 9 მოხსნა) აუბეს. ამ უკანასკნელმა სუპერფინალური სერიის შემდეგ ფართო საზოგადოებას კარიერის დასრულების შესახებაც ამცნო.

    "გოლდენ სტეიტის" რიგებში საუკეთესო დრეიმონდ გრინი გახლდათ, რომელმაც 32 ქულა, 15 მოხსნა და 8 პასი შეასრულა. რეგულარული სეზონის უძვირფასესმა მოთამაშემ სტეფ კარიმ თავისიანებს მოკრძალებული 17 ქულა მოუტანა და თუ არ ჩავთვლით სერიის მე-4 თამაშს, მთლიანად დაპირისპირებების განმავლობაში ინერტული იყო.

    ისევ უნდა დავუბრუნდეთ ლებრონ ჯეიმსს, ადამიანს, რომელიც კარიერაში მესამედ გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი და მესამედ დაისაკუთრა ფინალური სერიის MVP-ის წოდება. 7 შეხვედრის განმავლობაში აკრონელმა მშობლიური შტატის გუნდს საშუალოდ 29.7 ქულა, 11.3 მოხსნა, 8.9 პასი, 2.6 ჩაჭრა და 2.3 ბლოკი მოუტანა. ლებრონმა "კავალიერსი" ისტორიაში პირველად გააჩემპიონა და მისი დამოკიდებულება ამ გუნდისა და მთლიანად ოჰაიოს შტატისადმი გამოკრთა დაჯილდოვებაზე ნათქვამ სიტყვებში: "კლივლენდო, ეს შენთვისაა"!

  • ავტორი: messi        20-06-2016, 13:48
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ