image

ემერი ლაკაზეტისთვის 50 მილიონს ამზადებს

საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის "პარი სენ-ჟერმენის" ახალი მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას "ლიონის" ცენტრალური თავდამსხმელის ალექსანდრ ლაკაზეტის გადაბირებით შეეცდება.

ფრანგული სპორტული პრესის ინფორმაციით, პარიზელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ "ლიონს" 50 მილიონი ევრო გადაუხადონ. ლაკაზეტისთვის "პარი სენ-ჟერმენის" გარდა აქტიურად იბრძვიან ლონდონის "არსენალი" და "ბარსელონა".

გასულ სეზონში ფრანგმა თავდამსხმელმა "ლიონის" შემადგენლობაში 48 შეხვედრა ჩაატარა და 23 გოლის გატანაც მოახერხა.
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        24-07-2016, 13:11

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ