image

პოლ პოგბამ კალათბურთისთვის მოიცალა

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი პოლ პოგბა, რომლის ირვლივაც უდიდესი სატრანსფერო საგა ვითარდება, შვებულებას ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებს. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ფრანგი ფეხბურთელი დასვენების პერიოდშიც არ წყვეტს ბურთთან ურთიერთობას, ევროპის ვიცე ჩემპიონი ამჯერად კალათბურთით დაკავდა. მან ლებრონ ჯეიმსის მაისური მოირგო, ხოლო მეტოქეებად ამერიკული ფეხბურთის ყოფილი მოთამაშე ჩად ჯონსონი და "ჰიუსტონ როკეტსის" კალათბურთელი კლინტ კაპელა აირჩია.

"კარგი თამაში იყო, ძმაო. კალათბურთი შეხვდა ფეხბურთს", - წერს პოგბა სოციალურ ქსელში კლინტ კაპელასთან თამაშის შემდეგ.

პოლ პოგბამ კალათბურთისთვის მოიცალა
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        25-07-2016, 11:46

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ