image

უეფამ არჩევანი ბეილზე, რონალდოსა და გრიზმანზე შეაჩერა

უეფამ ის სამი ფეხბურთელი გამოავლინა, რომელიც ევროპის 2016 წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებს. სიაში, ტრადიციულად, მოხვდა კრისტიანო რონალდო, თუმცა მისი უშუალო კონკურენტის, ლიონელ მესის სახელსა და გვარს საუკეთესოთა შორის ვერ ვხვდებით. პორტუგალიელთან ერთად პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოსთვის გარეთ ბეილი და ანტუან გრიზმანი იბრძოლებენ.

ჟიურიში უეფას წევრი 55 ქვეყნიდან თითო წარმომადგენელი შევიდა. თითოეულმა საკუთარი ვერსიით 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. პირველი ადგილისთვის მოთამაშეს 5 ქულა ენიჭებოდა, მეორისთვის - 4 და ა.შ.

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი 25 აგვისტოს მონაკოში გამოვლინდება.

აგრეთვე იხილეთ:
რონალდო სეზონის სტარტს გამოტოვებს
ედგარდო ბაუსა ბარსელონაში მესისთან შესახვედრად მიდის
"ბარსელონამ" ნეიმარს მოსაფიქრებლად დრო მისცა
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        5-08-2016, 13:48

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ