რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    გოტფრიდმა 248 კილოგრამი დაიმორჩილა, მოჭიდავეებმა წარუმატებლად დაიწყეს

    საქართველოს სახელით მოასპარეზე ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე B ჯგუფში იასპარეზა და 8 სპორტსმენს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.

    +75 კგ. წონით კატეგორიის გამოსვლები ქალთა შორის 14 აგვისტოს ჩატარდა. B ჯგუფში გოტფრიდმა ატაცში 113 კგ. დაძლია, აკვრაში კი 135 კგ. და ჯამში 248 კგ-თი მე-4 ადგილი დაიკავა. საუკეთესო მაჩვენებელი B ჯგუფში ვენესუელას წარმომადგენელ ისაბელ ესპინოზას ჰქონდა, რომელმაც ჯამში 273 კგ (121-152) დაიმორჩილა.

    წონის ლიდერებმა მედლებისათვის ტრადიციულად A ჯგუფში იბრძოლეს. ოლიმპიური ჩემპიონი ქალთა შორის აღნიშნულ წონით კატეგორიაში ჩინეთის წარმომადგენელი მენგ სუპინგი გახდა ჯამური 307 კილოგრამით.

    14 აგვისტოდან სტარტი აიღო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრმა. პირველ დღეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან 75 კგ. წონით კატეგორიაში ზურაბ დათუნაშვილმა იჭიდავა, თუმცა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქართველი სპორტსმენი პირველივე შეხვედრაში ყაზახეთის წარმომადგენელ დოსჟან კარტიკოვთან დამარცხდა და მედლისათვის ბრძოლას გამოეთიშა. ოლიმპიური ჩემპიონი 75 კგ-ში რუსეთის წარმომადგენელი რომან ვლასოვი გახდა, რომელმაც ფინალში დანიელი მარკ მადსენი დაამარცხა.

    ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან მეორე საშეჯიბრო დღეს, 15 აგვისტოს 85 კგ-ში რობერტ კობლიაშვილი, 130 კგ-ში კი იაკობ ქაჯაია იჭიდავებენ.

    ძალოსანთა შორის 15 აგვისტოს რიო 2016-ზე 105 კგ-ში ახალგაზრდა გიორგი ჩხეიძე გამოვა, 16 აგვისტოს კი მედლებისათვის + 105 კილოგრამ წონითი კატეგორიის სპორტსმენები - ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე იბრძოლებენ. ასევე 15 აგვისტოს იასპარეზებს ახალგაზრდა მძლეოსანი ლაშა თორღვაიძე, რომელიც სამმაგ ხტომაში მიიღებს მონაწილეობას.

    ამ ეტაპისათვის, საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას 2 მედალი - 1 ვერცხლი (ვარლამ ლიპარტელიანი) და 1 ბრინჯაო (ლაშა შავდათუაშვილი) აქვს მოპოვებული. ორივე მედალი ძიუდოისტთა ანგარიშზეა.


    აგრეთვე იხილეთ:
    ლუბა გოლოვინა რიო 2016-ზე საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის მოხვდა
    ეგვიპტელმა ძიუდოისტმა ებრაელ მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა [ვიდეო]
    ტატო ბაციკაძე "ოლიმპიურ-პოლიტიკურ" რეკლამებს გამოეხმაურა
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        15-08-2016, 13:52
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ