რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    რიო დე ჟანეირო 2016: ოლიმპიური დღიურები - 15 აგვისტო

    ქართველი ოლიმპიელები ზაფხულის XXXI თამაშებზე ასპარეზობას განაგრძობენ. სამწუხაროდ, წარუმატებლად - თამაშების ეკვატორი გადავიარეთ, თუმცა ჩვენი ოლიმპიური გუნდი კვლავ ვერცხლის და ბრინჯაოს ორი მედლის ამარაა.

    14 აგვისტოს საქართველოს ძალოსანთა ნაკრების პირველმა წევრმა ანასტასია გოტფრიდმა სადებიუტო ოლიმპიადა მე-12 ადგილზე დაასრულა. მან ასპარეზობა მეორე, B ჯგუფში დაიწყო, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მედლისთვის ვერ იბრძოლებდა. B ჯგუფში, როგორც წესი, შედარებით დაბალი შედეგის მქონე ათლეტები შედიან. ანასტასიამ ატაცში 113 კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, აკვრაში 135კგ დაძლია, ორი მოძრაობის ჯამში კი 248 კილოგრამი, რაც ჯგუფში მეოთხე შედეგი აღმოჩნდა.

    ანასტასია გოტფრიდი ოლიმპიადაზე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსნის რანგში ჩაერთო. ამ ტურნირს ივნის-ივლისში თბილისმა უმასპინძლა და მაშინ მან 256 კილოგრამი დაძლია. ეს შედეგი რომ გაემეორებინა, გოტფრიდი რიო 2016-ს მე-11 ადგილზე დაასრულებდა.

    ვერ ვიტყვი, რომ მისი მე-12 ადგილი ისაა, რაზეც სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრები ოცნებობდნენ, მაგრამ არც ის იქნება სწორი, ანასტასიას გამოსვლას იმედგაცრუება ვუწოდოთ. სხვა თუ არაფერი, ის საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე გასული პირველი ძალოსანი ქალია.

    და თუ ვინმეს ასპარეზობა შეიძლება შევაფასოთ უარყოფითად, პირველ რიგში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა (75კგ), რომელიც ევროპის ჩემპიონის ტიტულით კი ჩავიდა რიო დე ჟანეიროში, მაგრამ პირველივე ორთაბრძოლა დათმო - მსოფლიო პირველობის შარშანდელმა მესამეადგილოსანმა, ყაზახმა დოშჟან კარტიკოვმა 2:0 აჯობა. ამ უკანასკნელს მომდევნო წრეში, 1/16-ფინალში აზერბაიჯანელმა, ბაქოში შარშან გამართული ევროპის პირველი თამაშების გამარჯვებულმა ელვინ მურსალიევმა 5:1 მოუგო.

    ოლიმპიადის დაწყების წინ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სპეციალისტები ზურაბ დათუნაშვილს ამ წონითი კატეგორიის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევდნენ. მარტის დასაწყისში, რიგაში მოგებულ ევროპის ჩემპიონატს რომ თავი დავანებოთ, ზურაბს არც საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებები აკლდა, ოლიმპიადისთვისაც გეგმაზომიერად და მონდომებით ემზადებოდა, მაგრამ რიოში მან, პირდაპირ ვთქვათ, ძალიან უსახურად იასპარეზა. შესაბამისი შედეგიც მიიღო.

    დათუნაშვილის გამოსვლა მკვეთრად უარყოფითად შეაფასა სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთმა სპეციალისტმა, ოლიმპიურმა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა რომან რურუამ, რომელმაც გაზეთ "ლელოს" განუცხადა: "ასეთი ჭიდაობით ჩვენს სასარგებლოდ შეხვედრა ვერ დამთავრდება. ზურაბ დათუნაშვილს ყაზახ მოწინააღმდეგესთან ჰქონდა შანსი ჩოქბჯენში, მაგრამ ვერ აქაჩა მეტოქე, ვერ დაატრიალა. დათუნაშვილს დგომშიც ჰქონდა შანსი, მაგრამ უპირატესობა ვერ მოიპოვა. ასეთი ჭიდაობით ჩემპიონი ვერავინ გახდება. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ძლიერი ვიყავით და დაგვჩაგრეს. არასოდეს უნდა ვიყოთ მსაჯის იმედად. პრივილეგიებს არასოდეს მოგვცემენ".

    ოლიმპიური ოქროს მედალი ამ წონაში ბოლო წლებში უძლეველ რუსს რომან ვლასოვს ხვდა წილად, რომელმაც ფინალში დანიელ მარკ მადსენს დიდი უპირატესობით აჯობა - 5:1. ვლასოვმა მეორედ მოიგო მთავარი სპორტული ტიტული. ის ლონდონშიც ჩემპიონი გახდა, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ოთხი წლის წინ ის ერთი კილოგრამით მსუბუქ, 74კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა.

    დღეს კიდევ ორ ქართველ "ბერძენ-რომაელს" ვიხილავთ: რობერტ კობლიაშვილს (85კგ) და იაკობ ქაჯაიას (130კგ).

    რიო დე ჟანეირო 2016: ოლიმპიური დღიურები - 15 აგვისტო

    14 აგვისტოს მედლების 22 კომპლექტი გათამაშდა, საშეჯიბრო დღის მშვენებად კი ჩოგბურთელ ენდი მარის და მძლეოსან უსეინ ბოლტს მოვნათლავ. მათ თითქმის ერთ დროს მოიგეს ოქროს მედლები - თბილისის დროით 15 აგვისტოს, გამთენიისას.

    ვაჟთა საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ენდი მარი არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდა. სანამ ფინალზე ვიტყვი, აუცილებლად აღვნიშნავ, რომ ვაჟთა ნახევარფინალური წყვილები დიდი სლემის ყველა ტურნირს დაამშვენებდა - ენდი მარიმ იაპონელ კეი ნიშიკორის სძლია, დელ პოტრომ კი ესპანელ რაფაელ ნადალს. როგორც ჩანს, ნადალთან გამარჯვებამ არგენტინელს დიდი ძალა წაართვა, რადგან ფინალში მარის წინააღმდეგ ის შედარებით უფერულად გამოიყურებოდა და მიუხედავად იმისა, რომ 4 საათი და 2 წუთი გაძლო კორტზე, შიგადაშიგ ისეთ შეცდომებს უშვებდა, რაც მანამდე არ მოსდიოდა. აქვე გეტყვით, რომ ოლიმპიადის ფინალი, დიდი სლემის ტურნირების დარად, სამი სეტის მოგებამდე გაგრძელდა, მაშინ როცა საწყის ეტაპზე მხოლოდ ორი სეტის მოგება იყო საკმარისი.

    7:5, 4:6, 6:2 და 7:5 - ამ ანგარიშით მოიგო ბრიტანელმა და 2012 წელს, ლონდონში მოგებული ტიტული დაიცვა. მარი პირველი ჩოგბურთელი ვაჟია, რომელმაც ერთეულთა შორის ზედიზედ მოიგო ოლიმპიადები!

    „ჩემპიონობისთვის ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ენდიმ მაჯობა. ახლა მილოცვის მეტი არაფერი დამრჩენია - ის დიდი ჩემპიონია და გამარჯვება დაიმსახურა", - განაცხადა ხუან მარტინ დელ პოტრომ, რომელმაც ტურნირის სტარტზე მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა - მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს აჯობა. სხვათა შორის, არგენტინელისთვის ეს მეორე ოლიმპიური მედალია. 2012 წელს მან მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოსთვის იცით ვინ დაამარცხა? ჯოკოვიჩი!

    "ამ გამარჯვებისკენ სვლა მაშინ დავიწყე, როცა „მარაკანაზე" დიდი ბრიტანეთის დროშით შევაბიჯე. ძალიან ამაყი ვიყავი! დღეს ჩემპიონი ვარ და ოლიმპიადის უკეთეს დაგვირგვინებაზე ვერც ვიოცნებებდი! აქ გატარებული დღეები არასდროს დამავიწყდება, რადგან რიო დე ჟანეიროში თითოეული წუთის მანძილზე ბედნიერი ვიყავი", - განაცხადა აწ უკვე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ენდი მარიმ.

    დიდი ბრიტანელისგან განსხვავებით, მეშვიდე ოქროთი გაიხარა თანამედროვეობის კიდევ ერთმა უდიდესმა სპორტსმენმა, იამაიკელმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა. გუშინ მან მძლეოსანთა ოლიმპიური ტურნირის მთავარ სანახაობად აღიარებული 100 მეტრზე გარბენი მოიგო!

    რიო დე ჟანეირო 2016: ოლიმპიური დღიურები - 15 აგვისტო

    9.81 წამი და ზედიზედ მესამე ტრიუმფი ამ დისციპლინაში! უსეინ ბოლტი იმ იშვიათ მძლეოსანთა შორის დადგა, რომლებმაც სამ ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს. სხვათა შორის, ასეთთა შორისაა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცად აღიარებული ვიქტორ სანეევი, მეხიკოს (1968), მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) ოლიმპიადების ჩემპიონი სამხტომში...

    მეშვიდე ოლიმპიური ოქროს მოსაგებად 29 წლის იამაიკელ სპრინტერს სამი გარბენი დასჭირდა. საკვალიფიკაციო წრეში მან დისტაცია 10.07 წამში დაფარა, ნახევარფინალში კი სეზონის საუკეთესო შედეგი უჩვენა - 9.86 წამი.

    ფინალში მის მთავარ კონკურენტად ამერიკელი ჯასტინ გეტლინი ითვლებოდა, 34 წლის ვეტერანი, რომელმაც 100 მეტრზე ოლიმპიური ოქრო არც მეტი, არც ნაკლები, 12 წლის წინ, ათენში მოიგო. XXX ოლიმპიადაზე, ლონდონში, ის ბრინჯაოს დაეუფლა.

    ამერიკელს უკეთესი სტარტი გამოუვიდა, დისტანციის ნახევარს ლიდერობდა, მაგრამ ბოლტმა, ტრადიციულად, ფინიშის სწორს იძალა და გაიმარჯვა კიდეც: იამაიკელის 9.81წამი ამერიკელის 9.89-ის საპირწონედ. კანადელი ანდრე დე გრასი მესამე გახლდათ პირადი რეკორდით - 9.91 წამი.

    შვიდგზის ოლიმპიური ჩემპიონი უსეინ ბოლტი რიოში კიდევ ორ ოქროს შეუტევს: 200 მეტრზე გაირბენს, პლუს 4X100-ზე ესტაფეტაში ვიხილავთ. პეკინის ოლიმპიადიდან დაწყებული, ბოლტი ორივე დისციპლინაში დაუმარცხებელია და თუ მიზანს მიაღწევს, ყველა დროის ყველაზე ტიტულიან მძლეოსნებს, ამერიკელ კარლ ლუისს და ფინელ პაავო ნურმის გაუტოლდება. ამ ორი ლეგენდის აქტივში 9 ოლიმპიური ოქროა.

    სხვა რა გითხრათ? 400 მეტრზე გარბენში გრენადელი ფავორიტი, ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი კირანი ჯეიმსი დამარცხდა - მეორე ადგილზე გავიდა, ჩემპიონი კი სამხრეთაფრიკელი ვეიდ ვან ნიკერკი გახდა მსოფლიო რეკორდით - 43.03 წამი!

    14 აგვისტოს მედალოსნები

    მძლეოსნობა
    ვაჟები; 100მ

    1.უსეინ ბოლტი (იამაიკა) - 9.81წმ
    2.ჯასტინ გეტლინი (აშშ) - 9.89წმ
    3.ანდრე დე გრასი (კანადა) - 9.91წთ
    ვაჟები; 400მ
    1.ვეიდ ვან ნიკერკი (სამხრეთი აფრიკა) - 43.03წმ (მსოფლიო რეკორდი)
    2.კირანი ჯეიმსი (გრენადა) - 43.76წმ
    3.ლაშონ მერიტი (აშშ) - 43.85წმ
    ქალები; მარათონი
    1.ჯემიმა სუმგონგი (კენია) - 2:24:04სთ
    2.ეუნისე კირვა (ბაჰრეინი) - 2:24:13სთ
    3.მარე დიბაბა (ეთიოპია) - 2:24:30სთ
    ქალები; სამხტომი
    1.კატერინ იბარგუენი (კოლუმბია) - 15.17მ
    2.ულიმარ როხასი (ვენესუელა) - 14.98მ
    3.ოლგა რიპაკოვა (ყაზახეთი) - 14.74მ

    კრივი
    ვაჟები; 49კგ

    1.ხასანბოი დუსმატოვი (უზბეკეთი)
    2.უიბერხენ მარტინესი (კოლუმბია)
    3.იოანის არგილაგოსი (კუბა) და ნიკო ერნანდესი (აშშ)

    ველორბოლა
    ვაჟები; სპრინტი

    1.ჯეისონ კენი (დიდი ბრიტანეთი) - 9.916წმ
    2.კალუმ სკინერი (დიდი ბრიტანეთი) - 10.002წმ
    3.დენის დმიტრიევი (რუსეთი) - 10.190წმ
    ოლიმპიური რეკორდი საკვალიფიკაციოში: ჯეისონ კენი - 9.951წმ

    წყალში ხტომა
    ქალები; 3მეტრი

    1.ტინგმაო ში (ჩინეთი) - 406.05 ქულა
    2.ზი ჰე (ჩინეთი) - 387.90
    3.ტანია კანიოტო (იტალია) - 372.80

    ფარიკაობა
    ვაჟები; დაშნა - გუნდური

    1.საფრანგეთი
    (გოტიე გრუმიე, იანიკ ბორელი, დანიელ ჟერენი, ჟან-მიშელ ლუსენო)
    2.იტალია
    (ენრიკო გაროცო, მარკო პიკერა, პაოლო პიცო, ანდრეა სანტარელი)
    3.უნგრეთი
    (გეზა იმრე, გაბორ ბოშკო, ანდრას რედლი, პეტერ სომფაი)

    გოლფი
    ვაჟები

    1.ჯასტინ როუზი (დიდი ბრიტანეთი)
    2.ჰენრიკ სტენსონი (შვედეთი)
    3.მეტ კუჩერი (აშშ)

    სპორტული ტანვარჯიში
    ვაჟები; თავისუფალი ვარჯიში

    1.მაქს უაითლოკი (დიდი ბრიტანეთი) - 15.633 ქულა
    2.დიეგო იპოლიტო (ბრაზილია) - 15.533
    3.არტურ მარიანო (ბრაზილია) - 15.433
    ვაჟები; ტაიჭი
    1.მაქს უაითლოკი (დიდი ბრიტანეთი) - 15.966
    2.ლუის სმიტი (დიდი ბრიტანეთი) - 15.833
    3.ალექსანდერ ნადური (აშშ) - 15.700
    ქალები; დვირი
    1.სიმონ ბაილსი (აშშ) - 15.966
    2.მარია პასეკა (რუსეთი) - 15.253
    3.ჯულია სტაინგრუბერი (შვეიცარია) - 15.216
    ქალები; ორძელი
    1.ალია მუსტაფინა (აშშ) - 15.900
    2.მედისონ კოსიენი (რუსეთი) - 15.833
    3.სოფი შედერი (გერმანია) - 15.566

    აფროსნობა
    ვაჟები; კლასი RS:X

    1.დორიან ვან რიისელბერგე (ჰოლანდია)
    2.ნიკ დემპსი (დიდი ბრიტანეთი)
    3.პიერ ლე კოქი (საფრანგეთი)
    ქალები; კლასი RS:X
    1.შარლინ პიკონი (საფრანგეთი)
    2.პეინა ჩენი (ჩინეთი)
    3.სტეფანია ელფუტინა (რუსეთი)

    ტყვიის სროლა
    ვაჟები; შაშხანა - სამი პოზიცია

    1.ნიკოლო კამპრიანი (იტალია)
    2.სერგეი კამენსკი (რუსეთი)
    3.ალექსის რეინო (საფრანგეთი)

    ჩოგბურთი
    ვაჟები

    1.ენდი მარი (დიდი ბრიტანეთი)
    2.ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა)
    3.კეი ნიშიკორი (იაპონია)
    ...
    ნიკოლოზ ბასილაშვილი: 1/32-ფინალი - პაბლო კუევასი (ურუგვაი) 3:6, 7:6, 3:6
    ქალები; წყვილები
    1.ეკატერინა მაკაროვა და ელენა ვესნინა (რუსეთი)
    2.ტიმეა ბაშინსკი და მარტინა ჰინგისი (შვეიცარია)
    3.ლუსი საფაროვა და ბარბორა სტრიცოვა (ჩეხეთი)
    მიქსი
    1.ბეტანი მატეკ-სენდსი და ჯეკ სოკი (აშშ)
    2.ვინუს უილიამსი და რაჯეევ რემი (აშშ)
    3.ლუსი ჰრადეცკა და რადეკ შტეპანეკი (ჩეხეთი)

    ძალოსნობა
    ქალები; +75კგ

    1.სუპინგ მენგი (ჩინეთი) - 307კგ (130+177)
    2.კუკ-ჰუანგ კიმი (ჩრდილოეთი კორეა) - 306კგ (131+175)
    3.სარა რობლესი (აშშ) - 286კგ (126+160)
    ...
    12.ანასტასია გოტფრიდი - 248კგ (113+135)

    ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
    ვაჟები; +59კგ

    1.ისმაელ ბორერო (კუბა)
    2.შინობუ ოტა (იაპონია)
    3.ელმურატ ტასმურადოვი (უზბეკეთი) და სტიგ ანდრე ბერგე (ნორვეგია)
    ვაჟები; +75კგ
    1.რომან ვლასოვი (რუსეთი)
    2.მარკ მადსენი (დანია)
    3.ეონ-ვოო კიმი (სამხრეთი კორეა) და საეიდ აბდევალი (ირანი)
    ...
    ზურაბ დათუნაშვილი: 1/32-ფინალი - დოშჟან კარტიკოვი (ყაზახეთი) 0:2

  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        15-08-2016, 14:18
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ