image

ანჩელოტი: "ამ გამარჯვებამ მეტი ძალა შეგვმატა"

გერმანიაში პირველი ოფიციალური ტიტულის მოგებით გახარებული მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ჟურნალისტებს გაეაუბრა და თავის გუნდს ქება-დიდება არ დააკლო.

მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერმა" გერმანიის სუპერთასის შეხვედრაში დორტმუნდის "ბორუსია" სტუმრად 2:0 დაამარცხა. გოლები არტურო ვიდალმა და ტომას მიულერმა გაიტანეს.

"ამ გამარჯვებამ კიდევ უფრო მეტი ძალა შეგვმატა. თავისთავად, მატჩი საკმაოდ რთული გამოდგა. დორტმუნდელებმა პირველ ტაიმში ძალიან დამაჯერებელი თამაში აჩვენეს, მეორე ნახევარში კი გაცილებით კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ჩვენ მათზე უკეთსები ავღმოჩნდით. ეს გამარჯვება ბუნდესლიგისათვის თავდაჯერებულობას შეგვმატებს".

"ძალიან ძლიერი გუნდი მყავს. მათ შეუძლიათ მოუგონ ყველას და მოიგონ ყველა ტიტული, თუმცა ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო. ნელ-ნელა გუნდში საკთარ იდეებს განვახორციელებ. დღეს მოედანზე ახალი რაღაცები გავიტანეთ და ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ ბევრ რამეს შევცვლით", - აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

აგრეთვე იხილეთ:
"იუვენტუსმა" ძაძა გერმანიაში25 მილიონად გაყიდა
ახალი სეზონის ტოპ 10 საუკეთესო ფორმა
დაპირისპირება რონალდოსა და პერესს შორის
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        15-08-2016, 14:44

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ