image

ბუნდესლიგის საუკეთსო ფეხბურთელები დაასახელეს

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა "კიკერმა" ბუნდესლიგის 2015-16 წლების სეზონი შეაჯამა და საუკეთსო ფეხბურთელები გამოავლინა.

163 ხმით პირველობა არავის დაუთმო და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო მიუნხენის "ბაიერნის" უკანახაზელმა ჟერომ ბოატენგმა, რომელმაც თანაგუნდელები ტომას მიულერი (95 ხმა) და რობერტ ლევანდოვსკი (90) დაჯაბნა.

"ძალიან ამაყი ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი აღიარება ჩემია. ახლაც ემოციებში ვარ, ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ აუცილებელია, მადლობა გადავუხადო ყველა თანაგუნდელს. ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ და ყოველი ჯილდო მთლიანობაში ყველას დამსახურებაა", - ამბობს ბოატენგი.

შეგახსენებთ, 2014-15 წლების სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად "ვოლფსბურგის" რიგებში მყოფი, ბელგიელი კევინ დე ბრუინი დაასახელეს.

აგრეთვე იხილეთ:
ანჩელოტი: "ამ გამარჯვებამ მეტი ძალა შეგვმატა"
გარი ლინეკერი სიტყვის კაცი ყოფილა
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        15-08-2016, 15:13

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ