image

ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია

რიოს ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციისთვის 16 აგვისტო ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული დღე გამოდგა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძეს, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მხარი ბრწყინვალედ აუბეს ქართველმა ძალოსნებმა +105კგ წონით კატეგორიაში. წონის ფავორიტი ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ხოლო ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ლაშამ ორჭიდის ჯამში 473 კგ დაიმორჩილა, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია (წინა რეკორდი 472კგ-ს შეადგენდა). ტალახაძემ ყველა წონა დამაჯარებლად დასძლია და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე-7 ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ახალ ჩემპიონს, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს, ათენის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი გიორგი ასანიძე ავარჯიშებს, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილია. 22 წლის საჩხერელი სპორტსმენი უკვე ფლობს ყველა დიდი ტურნირის ოქროს მედალს, 2015-16 წლებში მან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა.

რაც შეეხება ირაკლი თურმანიძეს, მან ორჭიდის ჯამში 448 კგ-ის აწევა შეძლო. ისევე როგორც ტალახაძემ, მანაც ყველა წონა დამაჯერებლად დასძლია. საბოლოოდ პირადი რეკორდი დაამყარა და ირანელი სპორტსმენის წარუმატებლობამ, რომელმაც აკვრაში ყველა ცდა გააცუდა, ოლიმპიური მედლისკენ გაუხსნა გზა.

ორ ქართულ დროშას შორის რიოში სომხეთის რესპუბლიკის დროშა გამოჩნდა, ვერცხლის პრიზიორი გორ მინასიანი გახდა.

ამჟამად ქართული დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია. საერთო ჩათვლაში ჩვენი ქვეყანა მე-40 ადგილს იკავებს.

აგრეთვე იხილეთ:
რიოს ოლიმპიადის ყველაზე მხიარული მონაწილე
სენსაცია რიოს ოლიმპიადაზე
ამერიკელი სენატორი: "შეშფოთებული ვარ, რომ ჯორჯიას შტატი ოლიმპიადაზე მონაწილეობს"
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        17-08-2016, 12:26

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ