image

ქართველების 19 აგვისტოს განრიგი რიოს ოლიმპიადაზე

19 აგვისტოს რიოს ოლიმპიადაზე 3 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

მხარტვრულ ტანვარჯიშში, მრავალჭიდში ოლიმპიურ თამაშებზე სალომე ფაჟავა გამოვა. საკვალიფიკაციო ეტაპი 17 საათსა და 20 წუთზე დაწყება.

განსაკუთრებულ იმედებს ჩვენი დელეგაცია თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებზე ამყარებს, რომელიც რიოში გამოსვლას დღეს დაიწყებს. დიდი ყურადღებაა მიპყრობილი 57კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილისკენ, რომელიც უკვე ფლობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს, ხოლო წინა ოლიმპიადაზე ლონდონში ვერცხლის პრიზიორი გახდა. ხინჩეგაშვილთან ერთად ხალიჩაზე გამოვა იაკობ მაქარაშვილიც, რომელიც 74 კგ წონით კატეგორიაში ცდის ბედს. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში წინასწარი შეხვედრები 17:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი - 23:00 საათზე დაიწყება.

აგრეთვე იხილეთ:
როგორ გამოიყურება ოლიმპიური თამაშების პრიზიორის სახლი
რიოში ქართველებს დროებით ერთი მედალი "აჩუქეს"!
"პაოკმა" "დინამო არენაზე" საქართველოს ჩემპიონი გაანადგურა
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        19-08-2016, 13:16

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ