image

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57კგ) რიოს ოლიმპიადის ფინალში გავიდა.

ხინჩეგაშვილმა ასპარეზობის პირველი წრე გამოტოვა, მერვედფინალში ყაზახ სანაევს 4:3 სძლია, შემდეგ იმავე ანგარიშით უკვე მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი დაამარცხა და ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ბულგარელ ვლადიმერ ბუდოვს დაეჭიდა. ნახევარფინალი ხინჩეგაშვილისათვის დრამატულად წარიმართა, თავიდან ბუდოვი 4:0 დაწინაურდა, თუმცა ვლადიმერმა ძალების მოკრება მოახერხა და საბოლოოდ 8:4 გაიმარჯვა.

ფინალში ხინჩეგაშვილის მეტოქე იაპონელი რეი ჰიგუჩი, რომელიც ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში სენსაციურად მოხვდა. ოქროს მედლისთვის დაპირისპირება 00:30 საათიდან დაიწყება.

აგრეთვე იხილეთ:
რიოში ქართველებს დროებით ერთი მედალი "აჩუქეს"!
ქართველების 19 აგვისტოს განრიგი რიოს ოლიმპიადაზე
როგორ გამოიყურება ოლიმპიური თამაშების პრიზიორის სახლი
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        19-08-2016, 20:12

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ