image

"ნადირაძეს აზერბაიჯანის ნაკრებში ხელფასად 3 000 ევროს სთავაზობდნენ"

მოგეხსენებათ, რიოს ოლიმპიადაზე წარმატებულად კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ იასპარეზა, მან მეხუთე ადგილი დაიკავა და მედლამდე ცოტა დააკლდა, იმ დროს როდესაც მის შესახებ თითქმის საქართველოში არავინ იცოდა ეს შედეგი მართლაც სასიხარულო იყო, ორმაგად სასიხარულო გახდა ეს ყველაფერი მას შემდეგ რაც მისი ცხოვრების შესახებ უფრო მეტი გავიგეთ.

"ზაზას ხელში ჩაგდება აზერბაიჯანის ძალიან ძლიერმა ფედერაციამ დაიწყო (სხვათა შორის, აზერბაიჯანელი ბიჭი გახდა ვერცხლის პრიზიორი). დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ ზაზას საქართველოში დატოვება შევძელით, თუმცა ძალიან მომხიბვლელ წინადადებას სთავაზობდნენ. ამიტომ, ზაზას ძალიან ვაფასებ, რადგანაც საბოლოოდ პრაგმატულის ნაცვლად, პატრიოტული გადაწყვეტილება მიიღო. წარმოიდგინეთ, 3.000 ევროს ხელფასს გთავაზობენ აზერბაიჯანის ნაკრებში და საქართველოში თვეში 2.000 ლარამდე შემოსავალს დასთანხმდა", - ­აცხადებს დავით ქაცარავა, რომელიც კანოეს ფედერაციის პრეზიდენტი გახლავთ.

© ambebi.ge

აგრეთვე იხილეთ:
როგორ გამოიყურება ოლიმპიური თამაშების პრიზიორის სახლი
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია
რიოში ქართველებს დროებით ერთი მედალი "აჩუქეს"!
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        19-08-2016, 23:38

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ