image

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

25 წლის გორელმა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში 20 წლის იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა და რიოს ოლიმპიადაზე ქართულ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ხინჩეგაშვილი უკვე იყო ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი, ასევე იგი ფლობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

ამ მომენტისთვის ქართულ დელეგაციას 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში 30-ე ადგილს იკავებს.

აგრეთვე იხილეთ:
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოქროს მომტანი გდება! [ვიდეო]
"ნადირაძეს აზერბაიჯანის ნაკრებში ხელფასად 3 000 ევროს სთავაზობდნენ"
რიოში ქართველებს დროებით ერთი მედალი "აჩუქეს"!
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        20-08-2016, 01:02

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ