რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ვაწაძე: "მუნდიალზე გასვლის შანსი დიდია"

    დანიის სუპერლიგის კლუბ "ორჰუსის" ქართველმა ლეგიონერმა მათე ვაწაძემ ექსკლუზიურად "WebSport.Ge"-სთვის მიცემულ ინტერვიუში თავის სამომავლო გეგმებზე, ეროვნული ნაკრების ამჟამინდელ მდგომარეობაზე და საქართველოს მუნდიალზე მოხვედრის შანსებზე ისაუბრა.

    - დღესდღეობით ყველა ქართველი ქომაგის ინტერესს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმოადგენს. თქვენი აზრით გვაქვს მუნდიალზე მოხვედრის შანსი?
    - "ვფიქრობ, რომ წინა წლებთან შედარებით გაცილებით მარტივი ჯგუფი შეგვხვდა. მიუხედავად ამისა, არც ერთი წუთით არ შეიძლება მოდუნება. უნდა გამოვიყენოთ ძალების 100% და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს".

    - ავსტრიასთან გასამართი შეხვედრა მოახლოვდა. პირადად თქვენ რა შედეგს ელით ქართველებისგან?
    - "ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს, ამიტომაც გამარჯვების შანსი დიდია. პირველივე შეხვედრაში 3 ქულა იდეალური იქნება".

    - როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა იმის აუცილებლობა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი შეცვლილიყო?
    - "არამგონია ჩემი ან ვინმე სხვა ფეხბურთელის საქმე იყოს მთავარი მწვრთნელის შეცვლა. ჩვენი მოვალეობაა, როცა ნაკრებში გამოგვიძახებენ ჩამოვიდეთ და ქვეყნისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ".

    - კარიერის დასრულებამდე "ორჰუსში" აპირებთ თამაშს თუ არსებობს სხვა კლუბების შემოთავაზებებიც?
    - "დანიაში ნამდვილად არ ვაპირებ კარიერის დასრულებას. რომელ კლუბში გადავალ სათამაშოდ და სად ვიასპარეზებ, ამას მომავალი გვიჩვენებს".

    - შესაძლებელია თუ არა, ოდესღაც ქართულ ფეხბურთში დაბრუნდეთ?
    - "ჯერ საქართველოში დაბრუნებას არ ვფიქრობ, თუმცა არავინ იცის რა მოხდება მომავალში".

    - და ბოლოს, რომელი კლუბის და ფეხბურთელის გულშემატკივარი ბრძანდებით?
    - "კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" და ფეხბურთელი ძალიან ბევრია, რომლებიც მომწონს".

    აგრეთვე იხილეთ:
    "ვიტესის" თავკაცმა ვაკო ყაზაიშვილზე ისაუბრა
    როგორ აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოგება [ვიდეო]
    ლორიას მოგერიებული პენალტი და წყობილებიდან გამოსული რუსი კომენტატორი [ვიდეო]
  • ავტორი: ლუკა ბერაია        28-08-2016, 11:49
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ