image

"ნაპოლის" პრეზიდენტმა კავანის იტალიაში დაბრუნების შასები შეაფასა

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა აპენინურ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში კლუბის ყოფილი ფორვარდის, ედისონ კავანის ნეაპოლში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა. ლაურენტისი აცხადებს, რომ ურუგვაელის ტრანსფერის შანსები ფაქტობრივად არ არსებობს.

მოგეხსენებათ, ედისონ კავანი, რომელიც "პარი სენ-ჟერმენის" რიგებს "ნაპოლიდან" 64 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, ფრანგულმა და იტალიურმა გამოცემებმა გონსალო იგუაინის შემცვლელად "მონათლეს", თუმცა პრეზიდენტი ჭორებს უარყოფს.

"კავანი არ არის წვნიანი, სურვილის შემთხვევაში რომ გაათბო და კვლავ გემრიელად შეექცე. ედისონის ნიჭის დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ არამგონია, მისი დაბრუნდება წარმატებული აღმოჩნდეს. ის არის კარგ გუნდში, კარგად ადაპტირებული და არ ვაპირებთ მის ტრანსფერზე ფიქრს. ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეები, რომლებიც ჩვენს საფეხბურთო ფილოსოფიას მოერგებიან, ამიტომ იგუაინის შემცვლელთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები გვაქვს", - აცხადებს დე ლაურენტისი.

აგრეთვე იხილეთ:
გალიანი: "ჩელსი" 40 მილიონს გვთავაზობდა, მაგრამ ჩვენს მარგალიტებს არ ვყიდით"
"ინტერმა" ახლადშეძენილი ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა
მანგალას იტალიის ჩემპიონატში ტრანსფერი დადასტურდა
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        28-08-2016, 23:53

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ