რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    სირბილაძე: "ფეხბურთის თამაშს 40 წლამდე ვაპირებ"

    ფინეთის იუკონენ ლიგის კლუბ "კპვ"-ს ქართველმა ლეგიონერმა ირაკლი სირბილაძემ ექსკლუზიურად "WebSport.Ge"-სთვის მიცემულ ინტერვიუში თავის სამომავლო კარიერულ გეგმებზე და ზოგადად ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.

    - დავიწყოთ იმით, რომ თქვენ "კპვ"-ს რიგებში მე-20 შეხვედრა ჩაატარეთ და ფინეთის ჩემპიონატის არცერთი ტური არ გამოგიტოვებიათ. ჩატარებული მატჩებიდან 11 გოლითაც გამოიჩინეთ თავი. გიფიქრიათ ბომბარდირობაზე?
    - "მეც ალბათ როგორც ნებისმიერი თავდამსხმელი, ვფიქრობ იუკონენ ლიგის ბომბარდირი გავხდე. მესმის ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ შანსი ნამდვილად დიდი მაქვს".

    - კარიარულ გეგმებზე რას გვეტყვით? "კპვ"-ში აპირებთ დარჩენას თუ სამომავლოდ ფიქრობთ კლუბის გამოცვლაზე?
    - "ამჟამად ნამდვილად ვერ გეტყვით რომელ გუნდში გადავალ სათამაშოდ. დავრჩები თუ არა სეზონის ბოლოს მეცოდინება".

    - თქვენ 33 წლის ბრძანდებით, თუმცა ამას დიდ ყურადღებას საერთოად არ აქცევთ. შეგიძლიათ გვითხრათ რა ასაკში აპირებთ კარიერის დასრულებას?
    - "თუ ყველაფერი კარგად იქნება და ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, მინიმუმ 40 წლამდე ვაპირებ თამაშს".

    - ქართველი ქომაგების უმრავლესობა "კპვ"-ს ყოველი ტურის თამაშს თქვენი ხათრით ადევნებს თვალყურს. არასოდეს გიფიქრიათ საქართველოში დაბრუნებაზე?
    - "ჯერჯერობით სამშობლოში დაბრუნებას არ ვაპირებ და რა მოხდება მომავალში ვერ გეტყვით".

    - რას გვეტყვით საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, გვაქვს მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატზე გასვლის შანსი?
    - "რთული იქნება, მაგრამ შანსი ყოველთვის არსებობს. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ნაკრებს და იმედი მაქვს მოვახერხებთ მუნდიალზე გასვლას".

    - და ბოლოს, გაგვიმხილეთ რომელია თქვენი საოცნებო კლუბი, სადაც ბავშვობიდან ოცნებობდით თამაშზე?
    - "ეს გუნდი გახლავთ მადრიდის "რეალი".

    აგრეთვე იხილეთ:
    ვაწაძე: "მუნდიალზე გასვლის შანსი დიდია"
    თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა
    ქართველების უცნაური ვარჯიში [ვიდეო]
  • ავტორი: ლუკა ბერაია        31-08-2016, 00:00
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ