რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე გასასვლელად ბრძოლას იწყებს

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტ2017-ის შესარჩევი ტურნირისთვის მზადების პროცესი დაასრულა. დღეიდან, ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები ოფიციალურ მატჩებში ჩაებმება და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მე-4-ჯერ გასასვლელად ბრძოლას ალბანეთთან საშინაო მატჩით დაიწყებს.

    საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელ პერიოდში 8 საკონტროლო მატჩი გამართა, საიდანაც 4 მოიგო და ამდენივეში დამარცხდა. ზუროსის გუნდმა სძლია პოტუგალიას, ბელარუსს, ჰოლანდიასა და უკრაინას, ხოლო წარუმატებელი მატჩები შვედეთთან, პოლონეთთან და ორჯერ რუსეთთან ჩაატარა.

    ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 3 მეტოქე ჰყავს - ალბანეთი, სლოვაკეთი და მონტენეგრო. ამ ნაკრებებთან ჩვენი ეროვნული გუნდი შემდეგი თანმიმდევრობით გამართავს მატჩებს:

    31 აგვისტო - საქართველო - ალბანეთი
    3 სექტემბერი - სლოვაკეთი - საქართველო
    7 სექტემბერი - საქართველო - მონტენეგრო
    10 სექტემბერი - ალბანეთი - საქართველო
    14 სექტემბერი - საქართველო - სლოვაკეთი
    17 სექტემბერი - მონტენეგრო - საქართველო

    2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე უკვე გასულია 13 ნაკრები და ამ საკვალიფიკაციოში მონაწილე 27 ნაკრებისთვის 11 საგზური გათამაშდება. ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირი გზით გავა ჯგუფის გამარჯვებული და არსებული 7 შესარჩევი ჯგუფის 4 საუკეთესო მეორეადგილოსანიც მიიღებს ევრობასკეტის საგზურს. მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატი წინამორბედის მსგავსად 4 ქვეყანაში ჩატარდება. ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ ისრაელი, ფინეთი, რუმინეთი და თურქეთი, ხოლო პლეი ოფის შეხვედრები ჩვენს მეზობელ თურქეთში გაიმართება. შესარჩევი ტურნირი 17 სექტემბერს დასრულდება და ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებისთვის კენჭისყრა ნოემბერში გაიმართება, რის შემდეგაც ისინი შესაბამის ჯგუფებში (ქვეყნებში) განაწილდებიან.

    აღსანიშნავია, რომ რაკი შესარჩევ ეტაპზე ერთ ჯგუფში 3 გუნდია, დანარჩენ ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასულ გუნდებთან დაფიქსირებული შედეგები გუნდებს ჩამოეჭრებათ. ამ გზით ყველა ნაკრებს თამაშების თანაბარი ოდენობა ექნებათ და საუკეთესო მეორეადგილოსნებიც ჩვეულებრივ, მოგებ-წაგებებისა და თუ საჭირო გახდა, ბურთების შეფარდებით გამოვლინდება.

    © gbf.ge

    აგრეთვე იხილეთ:
    ალბანეთმა ამერიკელი ლეგიონერი დაიმატა
    ჯეიმსის 100 მილიონიანი კონტრაქტი
    ცინცაძისა და სანიკიძის ტრადიციული "ალე ოპი" ჰოლანდიასთან მატჩში [ვიდეო]
  • ავტორი: ლუკა ბერაია        31-08-2016, 12:12
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ