image

10 ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია მსოფლიოში. მის მოგებაზე ყველა ოცნებობს და ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მხოლოდ საუკეთესოებს აქვთ. ლიგის სახელი მსოფლიო დონის ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთანაა ასოცირებული. წარმოგიდგეთ უეფას ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელებისგან შემდგად ათეულს.

10) იოჰან კრუიფი (ჰოლანდია)
იოჰან კრუიფმა ჯერ ფეხბურთელობის პერიოდში სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი "აიაქსის" შემადგნელობაში, ხოლო 1992 წელს "ბარსელონა" უკვე მწვრთნელის ამპლუაში გააჩემპიონა. ამის შემდეგ კრუიფმა კიდევ ერთხელ გაიყვანა კატალონიური გუნდი ლიგის ფინალში, თუმცა გადამწყვეტ მატჩში 1994 წელს "ბარსა" "მილანთან" 0:4 განადგურდა.

9) უდო ლატეკი (გერმანია)
გვიან 70-იანებში და 80-იანი წლების დასაწყისში გერმანელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა თასის, უეფას თასისა და უეფას თასების მფლობელთა თასის მოპოვება მოახერხა. 1974 წელს მან "ბაიერნს" მოაგებინა ჩემპიონთა თასი, 1979 წელს უეფას თასს "გლადბახთან" ერთად დაეუფლა, ხოლო 1982 წელს თასების მფლობელთა თასის მოგება "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში იზეიმა.

8) რაფაელ ბენიტესი (ესპანეთი)
რაფაელ ბენიტესის სახელი ევროპული ფეხბურთის მასშტაბით განთქმულია. 2002 და 2004 წლებში მან "ვალენსია" მაშინ გააჩემპიონა ესპანეთის პრიმერაში, როცა "ბარსა" და "რეალი" არავის წარმატების შანსს არ აძლევდნენ. 2004 წელს მან "ღამურებს" უეფას თასიც მოაგებინა, ხოლო მის კარიერაში მთავარი წარმატება 1 წლის შემდეგ მოვიდა, 2005-ში ბენიტესმა ჩემპიონთა ლიგა "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის რანგში მოიგო, ხოლო 2007 წელს მისმა გუნდმა ფინალში წააგო. ბოლო ევროპულ წარმატებას ბენიტესმა 2013 წელს მიაღწია, მისმა "ჩელსიმ" ევროპის ლიგის ფინალში "ბენფიკა" დაამარცხა.

7) ხოსე ლორენტე (ესპანეთი)
მადრიდის "რეალის" ოქროს წლების დასაწყისი სწორედ ლორენტეს სახელთანაა დაკავშირებული. "სამეფო გუნდმა" თავისი პირველი ჩემპიონთა თასი 1956 წელს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგო, იგივე 1957 წელსაც გააკეთა და ამის შემდეგ ლორენტემ გუნდი დატოვა. მოგვიანებით, 1962 წელს ლორენტემ "ატლეტიკოს" თასების მფლობელთა თასი მოაგებინა, ხოლო 1964 წელს მისმა გაწვრთინლმა ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

6) ჟოზე მოურინიო (პორტუგალია)
ჟოზემ თავის პირველ ევროპულ წარმატებას "პორტოსთან" ერთად 2003 წელს მიაღწია, როდესაც უეფას თასი მოიგო. ერთი სეზონის შემდეგ "განსაკუთრებულმა" უკვე ჩემპიონთა ლიგაზეც გაამარჯვებინა პორტუგალიელებს, ხოლო მისი უკანასკნელი ევროპული ტიტული 2010 წლით თარიღდება, მაშინ მან ჩემპიონთა ლიგა "ინტერის" მთავარი მწვრთნელის რანგში მოიგო.

5) კარლო ანჩელოტი (იტალია)
ანჩელოტიმ 2003, 2007 და 2014 წლებში მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება, ხოლო 2005 წელს მისი "მილანი" დრამატულ ბრძოლაში "ლივერპულთან" პენალტების სერიაში დამარცხდა. იტალიელმა ფეხბურთელის ამპლუაშიც 2-ჯერ აღმართა თავს ზემოთ ლიგის თასი მაშინ, როდესაც "მილანის" ღირსებას იცავდა.

4) ნერეო როკო (იტალია)
"კატენაჩოს" სტილის მოტრფიალე როკომ "მილანთან" ერთად დაუჯერებელი მწვერვალები დაიპყრო. "როსონერის" მან 1963 და 1969 წლებში ჩემპიონთა თასი მოაგებინა, ხოლო 1968 და 1973 წლებში - თასების მფლობელთა თასი. როკოს ხელმძღვანელობით მილანელებმა ბევრი ლოკალური წარმატებაც იზეიმეს, ხოლო 2012 წელს იგი იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

3) სერ ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია)
ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში დაუჯერებელი და არნახული ეპოქის შემოქმედმა პირველ ევროპულ წარმატებას ჯერ კიდევ "აბერდინში" მიაღწია. მისმა გუნდმა 1983 წელს, თასების მფლობელთა თასის ფინალში მადრიდის "რეალი" დაამარცხა, იმავე წელს კი უეფას სუპერ თასიც მოიგო. 1991 წელს იგივეს გაკეთება მან უკვე "მანჩესტერში" მოახერხა, "წითელმა ეშმაკებმა" იმ წელს თასების მფლობელთა თასის ფინალი "ბარსელონას" მოუგეს, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ სუპერ თასზე სერბულ "რედ სტარს" აჯობეს. ფერგი მთავარი ევროპული ტურნირის მფლობელად 1999 წელს მოგვევილინა, მისმა "მანჩესტერმა" ფინალში მიუნხენის "ბაიერნს" აჯობა. შემდეგ იყო კიდევ ერთხელ მოგებული ჩემპიონთა ლიგა 2008 წელს და სწორედ აქ მთავრდება ფერგიუსონის ევროპული წარმატებებიც. 2009 და 2011 წლებში "იუნაიტედს" ლიგის მოგება "ბარსელონამ" არ დაანება.

2) ბობ პიზლი (ინგლისი)
ლეგენდარული ბილ შენკლის სამართალმემკვიდრემ სწორედ ამ უკანასკნელის თანაშემწის რანგში მიაღწია პირველ ევროპულ წარმატებებს, ამის შემდეგ კი უშუალოდ მისი ერა იწყება. პიზლიმ 1976 წელს "ლივერპულს" ჯერ უეფას თასი მოაგებინა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ჩემპიონთა თასიც. იმავეს გაკეთება მან 1978 და 1981 წლებშიც მოახერხა. მის ტიტულატურაში ასევე შედის 1976 წელს მოგებული უეფას სუპერ თასის ჯილდოც.

1) ჯოვანი ტრაპატონი (იტალია)
ათეულს იტალიელი ტრაპატონი დახურავს. აპენინელმა სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 6 ევროპული ტიტული მოიპოვა. იგი ნერეო როკოს "მილანის" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, წარმატებები კი არც მოგვიანებით მოჰკლებია. "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მან 5 ევროპული ტიტული მოიპოვა, მათ შორის ყველაზე აღსანიშნავია 1985 წელს მოგებული ჩემპიონთა თასი. მისი კარიერიდან აღსანიშნავია "ინტერში" გატარებული პერიოდიც. ლოკალური წარმატებების ფონზე 1991 წელს "ნერაძურის" მან უეფას თასიც მოაგებინა.

აგრეთვე იხილეთ:
მადრიდის "რეალის" 10 ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი
7 ლეგენდარული ფეხბურთელი, რომლებიც კარგი მწვრთნელები ვერ გამოდგნენ
ტოპ 10 საფეხბურთო მატჩი, რომლებშიც ყველაზე ხშირად ჩხუბობენ
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        31-08-2016, 14:21

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ