image

ლეჟავა: "დღევანდელი მატჩი მოსამზადებელ შეხვედრას გავდა"

საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა ბესო ლეჟავამ ექსკლუზიურად "WebSport.Ge"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ალბანეთთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

- საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ეტაპის პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. პირადად თქვენ როგორი კმაყოფილი ხართ მატჩის შედეგით?
- "შეხვედრა დაწყებიდან ბოლომდე ჩვენს სასარგებლოდ მიგვყავდა. დიდი ანგარიშით მოვიგეთ და, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. დღევანდელი თამაში ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი შეხვედრა გამოდგა. რაც შეეხება ალბანეთს, ვფიქრობ, რომ ძალიან სუსტი გუნდია".

- პარკეტზე არ გამოსულა და არ უთამაშია მაიკლ დიქსონს. შეგიძლიათ გვითხრათ მოახერხებს თუ არა იგი თამაშს სლოვაკეთთან მატჩში?
- "დღეს ამერიკელი ლეგიონერი ბოლომდე მზად არ იყო თამაშისთვის. ვფიქრობ, რომ მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს და დაგვეხმარება".

- თქვენს ჯგუფზე რას გვეტყვით, ვის თვლით მთავარ მეტოქედ?
- "ჩვენი უპირველესი კონკურენტი მონტენეგროს ეროვნული ნაკრებია. სლოვაკეთიც საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ ვფიქრობ მათთან თამაში არ გაგვიჭირდება. რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით ევროპის ჩემპიონატზე გასვლას".

- მანუჩარ მარკოიშვილზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? ხუთეულიდან ერთი წევრის არ ყოფნა მართლაც უდიდესი დანაკლისია. როგორ ფიქრობთ, გუნდს ეს დაეტყო ალბანეთთან მატჩში?
- "მანუჩარის გარეშე თამაში მართლაც დიდი დანაკლისია. ის ნაკრებისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენს, თუმცა ალბანეთი არ იყო იმ დონის კლუბი, რომ რაიმე წინააღმდეგობა გაეწია ჩვენთვის".

- თქვენს კარიარაზე გკითხავთ, ბათუმში აპირებთ დარჩენას თუ კლუბის გამოცვლას გეგმავთ?
- "მე ისევ ბათუმში ვაპირებ კარიერის გაგრძელებას. უკვე მოველაპარაკე ხელმძღვანელობას და კონტრაქტსაც მალე მოავწერ ხელს".

- და ბოლოს, რომელ ნაკრებს მიიჩნევთ ევრობასკეტ 2017-ის ფავორიტად? ?
- "ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსები ესპანეთსა და სერბეთს აქვთ".

აგრეთვე იხილეთ:
ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე გასასვლელად ბრძოლას იწყებს
ვაწაძე: "მუნდიალზე გასვლის შანსი დიდია"
ცინცაძისა და სანიკიძის ტრადიციული "ალე ოპი" ჰოლანდიასთან მატჩში [ვიდეო]
  • ავტორი: ლუკა ბერაია        31-08-2016, 22:54

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ