image

მსოფლიო ჩემპიონები საქართველოში დაბრუნდნენ

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონები სამშობლოში დაბრუნდნენ. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს აეოროპორტში ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ჩვენმა ფალავნებმა საფრანგეთის ქალაქ მაკონში გამართული მსოფლიო პირველობა ტრიუმფით დაასრულეს. 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით ახალგაზრდულმა ნაკრებმა, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

"ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ზედიზედ მე-2 წელია გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვა. თითოეული სპორტსმენი გაათმაგებული ენერგიით იბრძოდა და ამან შედეგიც გამოიღო. ქომაგებს უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალაგზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა სალაგაძემ.

აგრეთვე იხილეთ:
ხინჩიგაშვილის ოქროს მედალი სამხრეთ ოსეთს მიაწერეს [ფოტო ვლადიკავკაზიდან]
რა განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ლონდონის ოლიმპიადის ფინალის შემდეგ
მსაჯების გადაწყვეტილებით წაგებული ფინალი და ადამის დაპირება ტედი რინერს [ვიდეო]
  • ავტორი: ლუკა ბერაია        2-09-2016, 12:09

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ