image

დიქსონი სლოვაკეთთან ითამაშებს!

საქართველოს ნაკრების ამერიკელმა ლეგიონერმა მაიკლ დიქსონმა დღეს "ჰანტ არენაზე" თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. ბრატისლავას მთავარი საკალათბრთო დარბაზი 2500-ამდე მაყურებელს იტევს და ქართველებამდე იქ სლოვაკებმა ჩაატარეს წვრთნა.

ილიას ზუროსმა გუნდის წევრები დიდად არ დატვირთა. კალათბურთელებმა ძირითადად სროლებში და გარკვეულ კომბინაციებში ივარჯიშეს. იმ ფიცარნაგს გაუშინაურდნენ, რომელზეც 3 სექტემბერს პრინციპული მატჩი ელით.

შეხვედრის ტელე-ტრანსლაცია არ იგეგმება, თუმცა როგორც მასპინძლებმა გვამცნეს, ინტერნეტით აპირებენ მატჩის გაშუქებას და "იუთუბზე" მალე შესაბამის ბმულსაც შექმნიან.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთისა და საქართველოს მატჩი 3 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

© gbf.ge

აგრეთვე იხილეთ:
ეროვნული ნაკრები სლოვაკეთში ჩავიდა
ალბანეთი დიდი სხვაობით დავამარცხეთ
მსოფლიო ჩემპიონები საქართველოში დაბრუნდნენ
  • ავტორი: ლუკა ბერაია        2-09-2016, 12:29

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ