რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ზაქრაძე: "მთავარი კონკურენტი მონტენეგროა"

    საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის უკანახაზელმა ლუკა ზაქრაძემ ექსკლუზიურად "WebSport.Ge"-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სლოვაკეთთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა და სხვა საინტერესო კითხვებსაც უპასუხა.

    - ალბანეთთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ბრატისლავაში ფავორიტის რანგით გაემგზავრეთ. პირადად თქვენ რა შედეგს ელით ხვალინდელი მატჩისგან?
    - "ვფიქრობ, რომ სლოვაკეთი ალბანეთზე გაცილებით ძლიერი და მებრძოლი გუნდია. წინ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ პარკეტზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ".

    - თქვენს ჯგუფზე რას გვეტყვით, რომელ ნაკრებს თვლით მთავარ კონკურენტად?
    - "ყველაზე დიდ წინააღმდეგობას მონტენეგროს ეროვნული ნაკრებისგან ველი. ვფიქრობ, ისინი არაინ ჩვენი მთავარი მეტოქეები".

    - როგორც ახალგაზრდა კალათბურთელს, ალბანეთთან მატჩში ილიას ზორუსმა გარკვეული დრო მოგცათ სათამაშოდ. თქვენი საკუთარი თამაშით თუ ხართ კმაყოფილი?
    - "სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი თავით კმაყოფილი არ ვარ. უფრო დამაჯერებლად თამაშიც შემეძლო, მაგრამ ყველაფერი გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ეროვნულ ნაკრებში ყველაზე ახალგაზრდა მე ვარ, შესაბამისად ამ დონის ჩემპიონატების გამოცდილება ნაკლებად მაქვს".

    - როგორც გავიგეთ, ბურთის ტარებასთან ერთად სამ ქულიანების სროლაც შესანიშნავად გამოგდით. სლოვაკეთთან მატჩში აპირებთ ამის დამტკიცებას?
    - "წელს პირველი წელია, რაც ნაკრებში ვთამაშობ. ძირითადად ორიენტირება გუნდის დალაგებაზე მაქვს, მაგრამ თუ შესაბამისი შანსი მომეცა, აუცილებლად გამოვიყენებ".

    - ნაკრებს აკლია მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც იდეალურად ისვრის სამქულიანებს. როგორ ფიქრობთ მისი არ ყოფნა დაეტყობა გუნდს შესარჩევი ეტაპებიც ციკლში?
    - "მანუჩარის არ ყოფნა ჩვენთვის უდიდესი დანაკლისია. იმედი მაქვს მის გარეშეც მოვახერხებთ წარმატებების მიღწევას".

    - როგორც ვიცით ამ ეტაპზე უგუნდოდ ხართ. ალბანეთთან შეხვედრის შემდეგ ინტერესი ხომ არ გამოუჩენიათ ევროპულ კლუბებს?
    - "ევროპული გუნდების დაინტერესება არ არის, თუმცა არსებობს ქართული კლუბების შემოთავაზებები. ძალიან მალე გავაკეთებ არჩევანს და სუპერლიგაში ვიასპარეზებ".

    - როგორც ვიცით ჯგუფში მეოთხე ადგილოსანი კლუბი ვარდება და მისი შედეგებიც ქრება. პირადად თქვენ, რომელ ნაკრებს მიიჩნევთ აუტსაიდერად?
    - "ვფიქრობ, რომ აუტსაიდერი ალბანეთის ეროვნული ნაკრებია".

    - თქვენი აზრით, რომელ გუნდს აქვს ევროპის ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი?
    - "ჩემი აზრით, სერბეთსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გაირკვევა საუკეთესო".

    - და ბოლოს, რომელია თქვენთვის მისაბაძი კალათბურთელი, რომელიც ინდივიდუალურად ყველაზე მეტად მოგწონთ?
    - "ჩემთვის მისაბაძი ადამიანი, როგორც მოთამაშე, ასევე პიროვნება, გახლავთ კობი ბრაიენტი".

    აგრეთვე იხილეთ:
    დიქსონი სლოვაკეთთან ითამაშებს!
    ეროვნული ნაკრები სლოვაკეთში ჩავიდა
    ჩვენი ჯგუფი: მონტენეგრომ სლოვაკეთს მოუგო
  • ავტორი: ლუკა ბერაია        2-09-2016, 14:31
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ