რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ცვლილებები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

    საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მატჩისწინა, ბოლო ვარჯიშს, თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე გამართავს. საწვრთნელი პროცესი 4 სექტემბერს, 17:45 საათზეა დაგეგმილი.

    ეროვნული ნაკრებიდან, 21 წლამდე გუნდში გადაინაცვლა გიორგი პაპუნაშვილმა. მწვრთნელთა გადაწყვეტილებით ფეხბურთელი, 21 წლამდე ნაკრების დასკვნითი მატჩისთვის ახალაგაზრდულ ნაკრებთან ერთად მოემზადება.

    დღეს ეროვნულ გუნდს გიორგი აბურჯანია გამოაკლდა. ფეხბურთელმა ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ვერ შეძლო საწვრთნელი პროცესის გაგრძელება.

    4 სექტემბერს, საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა მთავარი მწვრთნელები მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს, პრესკონფერენციაზე უპასუხებენ. გთავაზობთ მზადების დასკვნითი დღის სრულ განრიგს:

    12:00 ავსტრიის ნაკრების პრესკონფერენცია - "დინამო არენა"
    13:00 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია - "დინამო არენა"
    17:45 საქართველოს ნაკრების ვარჯიში - ს.კ. "ზესტაფონის" სავარჯიშო მოედანი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია (გადაღება დაშვებულია მხოლოდ 15 წუთით)
    19:00 ავსტრიის ნაკრების ვარჯიში - "დინამო არენა"

    2016 წლის, პირველი ოფიციალური მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით, 5 სექტემბერს, 20 საათზე, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ "დინამო არენაზე" შედგება.

    საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

    მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), როინ კვასხვაძე (ქუთაისის "ტორპედო"), გიორგი მაკარიძე ('მორეირენსე", პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი);

    მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დინამო თბილისი"), ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო თბილისი"), ლაშა დვალი ("სლასკი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ვერია", საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა ("ჩერნომორეცი", უკრაინა);

    ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი ("გაბალა", აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი ("დიოშგიორი", უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ალექსანდრე კობახიძე ("ვორსკლა", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური ("დინამო თბილისი"), გიორგი ჭანტურია ("ურალი", რუსეთი), ლაშა პარუნაშვილი ("დინამო თბილისი");

    თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("დინამო თბილისი"), დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია), ოთარ მარცვალაძე ("ორდაბასი", ყაზახეთი).

    © gff.ge

    აგრეთვე იხილეთ:
    ოქრიაშვილი ითამაშებს, აბურჯანია საეჭვოა!
    ბალოტელისა და ოქრიაშვილის 5 საერთო
    კაშია: "ავსტრიას დიდი დანაკლისით ვხვდებით"
  • ავტორი: ლუკა ბერაია        4-09-2016, 14:10
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ