image

ისკო "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში!

დღეს "ქართული ოცნების" სააპარლამენტო სიის სრული ჩამონათვალი გავრცელდა, რამაც სოციალურ ქსელში ფეხბურთის გულშემატკივართა ინტერესი მიიპყრო. საქმე იმაშია, რომ პარტიას სიაში 26-ე ნომრად შეყვანილი ყავს ისკო დენისი, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებმა მადრიდის "რეალის" შემტევ ნახევარმცველ ისკოსთან დააკავშირეს.

სოციალურ ქსელში ხუმრობენ, რომ მალე ქართულ პოლიტიკაში 24 წლის ესპანელი ფეხბურთელი მოგვევლინება და ვინ იცის, იქნებ პარლამენტარიც გახდესო. ისიც თქვეს, "ქართულ ოცნებას" "რეალის" ჩაძირვა უნდაო.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხუმრობით. რეალურად კი ისკო დენისი თბილისში დაბადებული 58 წლის პოლიტიკოსი, ყოფილი პროკურორი და საქართველოში მოლდოვას რესპუბლიკის საპატიო კონსულია.

აქვე გთავაზობთ "ფეისბუქსი" გავრცელებულ რამდენიმე კომენტარს:
ისკო "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში!
ისკო "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში!
ისკო "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში!
ისკო "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში!

აგრეთვე იხილეთ:
ბალოტელისა და ოქრიაშვილის 5 საერთო
მიეცით ხმა გიორგი ქინქლაძეს - ის უკვე ოთხეულშია!
რა დაუჯდებათ ბელგილებს 1 ღერის მოწევა
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        9-09-2016, 18:09

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ