image

უეფამ დე როსის და მის თანაგუნდელს განაჩენი გამოუტანა

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "რომას" ნახევარმცველი დანიელე დე როსი ევროპის ლიგის მომდევნო სამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა იტალიელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "პორტუს" მცველ მაქსიმილიანო პერეირასთან უხეშობა არ აპატია. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი დე როსიმ დიდი ხნით დატოვა უსაქმოდ.

ერთი სიტყვით, "ჯალაროსის" ერთ-ერთი ლიდერი და ვიცე-კაპიტანი ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის საწყის მატჩებში, "პლზენთან", "ასტრასთან" და "აუტრიასთან" განაცხადს მიღმა დარჩება.

დე როსის გარდა, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა კიდევ ერთი "რომაელი" ემერსონ პალმიერი, რომელმაც "პორტუსთან" მატჩში დანიელეს მსგავსად წითელი ბარათი მიიღო.

აგრეთვე იხილეთ:
რა გააკეთა ბუფონმა, როცა იტალიელები საფრანგეთის ჰიმნის დროს უსტვნენდნენ [ვიდეო]
რაიოლა: "ზლატანისთვის "მილანი" საუკეთესო კლუბია"
საჯარიმო დარტყმის 10 საუკეთესო შემსრულებელი ფეხბურთის ისტორიაში
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        4-09-2016, 09:10

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ