image

6 ყველაზე სახალისო კომენტარი "დინამო არენადან" ავსტრიასთან მატჩის მიმდინარეობისას

"დინამო არენაზე" ჩვენი ეროვნული ნაკრების, "დინამოსა" თუ სხვა ქართული კლუბების (იშვიათად, მაგრამ ასეთებიც გვახსოვს) საქომაგოდ მისული გულშემატკივარი ტრიბუნებზე ნამდვილად არ მოიწყენს.

თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ საქართველოს ყველაზე დიდ და ისტორიულ სტადიონზე ჩვენი ბიჭების საგულშემატკივროდ, იქიდან ისე არ წამოხვიდოდით, თქვენგან ახლოს მჯდომი მაყურებლისგან რაიმე დასამახსოვრებელი შეძახილი არ გაგეგონოთ.

ასეთები არც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს დაჰკლებია. შემოგთავაზებთ, 5 საინტერესო და სახალისო კომენტარს, რომელსაც საქართველოსა და ავსტრიის მატჩზე, "დინამო არენაზე" გაიგონებდით.

პირველი ტაიმის მიმდინარეობისას:

3. ლობჟანიძე, მიდი შენს სტილში, "კლასნად" დაუგორე ლორიას.

2. მალდინი ხარ ამისულაშვილო... ვინც შენ კაპიტნის სამკლაური მოგცა...

1. ლორია, თვალებში "რაზვალს" გაგისწორებ გამომიარე ხვალ პროფილაქტიკაში.

მეორე ტაიმის მიწურულს:


3. ეყო ოქრიაშვილს საფრანგეთში გულაობა, გამოუშვით, ამუშავეთ ახლა.

2. მოეწრო ნაკრებს ბიჭი... ანანიძე, სად იყავი აქამდე...

1. ავსტრიელთა მეკარის მისამართით: დაგაგვიანდათ აეროპორტში რეისზე, დაარტყი მალე შენი...

ჟურნალისტური ეთიკიდან გამომდინარე, ზუსტი კომენტარები (სიტყვა-სიტყვით) ვერ მოგახსენეთ, ცენზურის დარღვევას მოვერიდეთი, მაგრამ თავადაც მიხვდებით როგორი იქნებოდა მათი სრულყოფილი სახე.

აგრეთვე იხილეთ:
მიეცით ხმა გიორგი ქინქლაძეს - ის უკვე ოთხეულშია!
ესპანური კლუბები, რომლებიც ჯანო ანანიძის შეძენას ეცდებიან
ჟან-პიერ კალიო: "კანკავას გასხვისების საკითხს არ განვიხილავთ"
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        7-09-2016, 01:00

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ