image

ტერ შტეგენმა ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" კარის დარაჯმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს რამდენიმე შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

როგორც "სპორტ ესპანია" იტყობინება, წინასწარმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ გერმანელს დაახლოებით 3-4 კვირა გაუცდება. ამ პერიოდში ის ლა ლიგის შეხვედრებს, "ალავესისა" და "ლეგანესის", ასევე ჩემპიონთა ლიგაზე "სელტიკის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

24 წლის კარის დარაჯს, რომელსაც ბრავოს წასვლის შედეგ გუნდის პირველი ნომერი კიპერის სტატუსი აქვს, აღნიშნულ მატჩებში "ბლაუგრანას" ახალწვეული იასპერ სილესენი ჩაანაცვლებს.

აგრეთვე იხილეთ:
ჩავი: "ბარსელონამ" "ბაიერნს" უნდა მიბაძოს"
შეცვლის თუ არა მთავარ სპონსორს "ბარსელონა"?!
მესის ოპერაცია დასჭირდება!
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        10-09-2016, 09:24

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ