image

კობიაშვილი: "ის ჩვენთან დარჩება"

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ალექსანდრე ამისულაშვილმა ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა. ამ ფაქტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა:

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ალექსანდრეს. ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან ძნელია ამ გადაწყვეტილების მიღება. მან გადაწყვიტა, დაასრულოს სანაკრებო კარიერა, თუმცა რჩება ნაკრების გულშემატკივრად და ახლა უკვე ქომაგთა რიგებიდან გაამხნევებს ჩვენს ბიჭებს. დიდი მადლობა მას ნაკრებში თამაშისთვის და ზოგადად ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ის დარჩება ჩვენთან ერთად ქართულ ფეხბურთში და თავის როლს შეასრულებს მის განვითარებაში", - ამბობს კობიაშვილი.

ამისულაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ გუნდში 2002 წელს საქართველო - სამხრეთ აფრიკის ამხანაგური დაპირისპირებისას შედგა და მას შემდეგ, 2016 წლის ჩათვლით, მან ნაკრების მაისურით 50-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

აგრეთვე იხილეთ:
როგორ შეხვდნენ ვაკო ყაზაიშვილს თანაგუნდელები პირველ დღეს [ფოტო]
მიეცით ხმა გიორგი ქინქლაძეს - ის უკვე ოთხეულშია!
ესპანური კლუბები, რომლებიც ჯანო ანანიძის შეძენას ეცდებიან
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        10-09-2016, 10:41

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ