image

რამოსი მსოფლიოში ყველაზე შედეგიანი მცველია!

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა "მარკამ" მადრიდის "რეალის" კაპიტან სერხიო რამოსს საინტერესო სტატია მიუძღვნა, რომელშიც ძირითადი ყურადღება ესპანელის საოცარ სტატისტიკურ მონაცემებზე იყო გამახვილებული.

30 წლის ფეხბურთელს ბრწყინვალე კარიერის მანძილზე საკმაოდ ბევრი გოლი აქვს გატანილი. ბევრი არა, მცველის კვალობაზე წარმოუდგენელი რაოდენობის, თანაც მსგავსი შედეგი ფეხბურთის ისტორიაში უნიკალურია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბს" მისი გოლები ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში წაადგა. მაგალითად ლისაბონურ ფინალში გატანილი გოლი და კიდევ სხვა, რომლებმაც გუნდს ფაქტობრივად ტიტულები მოაგებინა.

გთავაზობთ რამოსის კარიერის სტატისტიკურ მონაცემებს - მატჩები და გოლები სხვადასხვა ტურნირზე:

ესპანეთის ჩემპიონატში – 345 შეხვედრა და 45 გატანილი გოლი.
ესპანეთის თასი – 41 შეხვედრა და 3 გატანილი გოლი.
ესპანეთის სუპერ თასი – 10 შეხვედრა და 2 გატანილი გოლი.
ჩემპიონთა ლიგა – 92 შეხვედრა და 9 გატანილი გოლი.
უეფას თასი – 6 შეხვედრა და 1 გატანილი გოლი.
უეფას სუპერ თასი – 2 შეხვედრა და 1 გატანილი გოლი.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი – 2 შეხვედრა და 2 გოლი.
ესპანეთის ნაკრები – 137 შეხვედრა და 10 გატანილი გოლი.
669 შეხვედრა და 73 გატანილი გოლი პროფესიონალურ დონეზე.

აგრეთვე იხილეთ:
ისკო "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში!
"რეალი" 18 წლის შემდეგ "ადიდასთან" ურთიერთობას წყვეტს?!
ნეიმარის, მარსელოსა და ალვეშის ამ ცეკვამ სოციალური ქსელი დაიპყრო [ვიდეო]
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        11-09-2016, 20:12

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ