image

დიეგო კოშტა: "ამ გუნდში არასოდეს ვითამაშებ"

ლონდონის "ჩელსისა" და ესპანეთის ნაკრების ფორვარდ დიეგო კოშტას ჟურნალისტებმა საინტერესო კითხვა დაუსვეს, რომელიც მადრიდის "რეალში" მის შესაძლო გადასვლას უკავშირდებოდა.

"ვითამაშებ თუ არა "რეალში"? ეს არის ისეთი რამ, რაც არასდროს მოხდება. მე "ტლეტიკოს" ფეხბურთელი ვიყავი, ეს გუნდები კი ერთმანეთის მტრები არიან, ამიტომ არ მინდა "კოლჩონეროს" ქომაგებისთვის არასასურველი ფიგურა გავხდე", - განაცხადა კოშტამ.

27 წლის ფეხბურთელმა "ჩელსიში" გადასვლამდე კარიერის მნიშვნელოვანი წლები მადრიდის "ატლეტიკოს" რიგებში გაატარა. 2010-14 წლებში მან ესპანური კლუბის რიგებში 94 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი 43-ჯერ დალაშქრა.

აგრეთვე იხილეთ:
რა დაუჯდებათ ბელგილებს 1 ღერის მოწევა
მიეცით ხმა გიორგი ქინქლაძეს
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        12-09-2016, 14:53

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ