image

რაშფორდი: "ჩემი კუმირი ახლაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ამომავალმა ვარსკვლავმა, 18 წლის მარკუს რეშფორდმა ინგლისელ ჟურნალისტებს თავის კუმირზე და იმ ოცნებაზე ესაუბრა, რომელიც მაშინ ჩაიფიქრა, როცა "წითელი ეშმაკების" თამაშს პირველად უყურა.

"ჩემი კუმირი კრიშტიანო რონალდოა. სკოლაში ახალი შესული ვიყავი, როდესაც პორტუგალიელი ასპარეზზე გამოჩნდა და დევიდ ბექჰემი სრულფასოვნად ჩაანაცვლა. მას ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. შეიძლება ითქვას, მისმა თამაშის სტილმა ფეხბურთი შემაყვარა".

"რონალდო ახლაც საუკეთესოა და ძალიან მინდა, მისნაირი კარიერა მეც მქონდეს. როდესაც "მანჩესტერის" თამაშს "ოლდ ტრაფორდზე" პირველად ვუყურე, ჩავიფიქრე, რომ მინდოდა წარმატებული ფეხბურთელი გავმხდარიყავი და ოდესმე "ოქროს ბურთი" მომეგო. ოცნების ახდენისგან ჯერ ძალიან შორს ვარ, ამისთვის დიდი ბრძოლა დამჭირდება", - ამბობს ინგლისელი ფორვარდი.

აგრეთვე იხილეთ:
გვარდიოლა: "სიტი" ევროპის წამყვან კლუბებს ჯერ ვერ მოუგებს"
მოურინიო: "მას დავპირდი, რომ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს"
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        12-09-2016, 17:17

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ