image

ბალოტელი: "2-3 წელიც მაცადეთ და "ოქროს ბურთს" მოვიგებ"

საფრანგეთის ჩემპიონატში ბრწყინვალე დებიუტის და 2 გატანილი გოლის შემდეგ საზოგადოებას ძველი მარიო ბალოტელი დაუბრუნდა. თამაშის მხრვ არა, მის ტრადიციული ტიპაჟს ვგლისხმობ. იტალიელმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ისეთი ხმამაღალი განცხადებებით მიიქცია ყურადღება, რომ ამაში თქვენც დამეთანხმებით.

"ფეხბურთის მიმართ ინტერესიც კი დაკარგული მქონდა. საშინლად ცუდი ბოლო სეზონი ჩავატარე და "მილანში" ჩემი ფეხიც აღარ იქნება", - ავრცელებს ფეხბურთელის სიტყვებს ფრანგული გამოცემა "ელ ექუიპი".

"ნიცაში" თავს ბედნიერად ვგრძნობ და ძველებურად ვიღიმი. აქ გადმოსვლა სწორედ იმიტომ გადავწყვიტე, რომ ცხოვრებაში პოზიტივი დამებრუნებინა. ვფიქრობ, საფრანგეთი კარიერის მხრივაც გამაძლიერებს".

"სიმართლე რომ ვთქვათ, "ოქროს ბურთი" უკვე მოგებული მექნებოდა, მაგრამ თუ 2-3 წელიწადსაც დამაცდით, ბეჯითად ვიმუშავებ და ამ ჯილდოს აუცილებლად მივიღებ. მესის და რონალდოს მნიშვნელოვანი კონკურენტი გამოვუჩნდები", - დასძენს ბალოტელი.

აგრეთვე იხილეთ:
გვარდიოლა: "სიტი" ევროპის წამყვან კლუბებს ჯერ ვერ მოუგებს"
ნეიმარი მუსიკალურ კარიერას იწყებს! რას წერს ბრაზილიელი "ტვიტერზე"?!
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        12-09-2016, 23:23

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ