image

გურამ კაშია: "ჩვენ შეგვიძლია, "ლესტერის" შედეგი გავიმეოროთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა და "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშაიმ ჰოლანდიური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი გუნდის ჩემპიონობის შანსები შეაფასა და აღნიშნა, რომ პრემიერ ლიგის გამარჯვებულის, "ლესტერის" ფონზე შეუძლებელი არაფერია.

"ახალი სეზონი უფრო მეტი მოტივაციით დავიწყეთ. "ვიტესი" დიდი მიზნებისთვის აუცილებლად იბრძოლებს. შეუძლებელი არაფერია, გავიხსენოთ, რა მოხდა გასულ წელს პრემიერ ლიგაში - "ლესტერის" ისტორიის გამეორება ჩვენც შეგვიძლია".

"მთავარი მიზანი არის, რომ მოვუმატოთ ხარისხს და ვაიყოდ მზად ყოველ თამაშში. თუ ბოლომდე დავიხარჯებით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - ამბობს ქართველი ლეგიონერი.

ცნობისათვის, გურამ კაშიას გუნდს სასტარტო 5 მატჩში 2 მოგება, 2 წაგება და 1 ფრე აქვს. ამ შედეგით "ვიტესი" სატურნირო ცხრილის მე-8 საფეხურზე იმყოფება.

აგრეთვე იხილეთ:
როგორ შეხვდნენ ვაკო ყაზაიშვილს თანაგუნდელები პირველ დღეს [ფოტო]
ბალოტელი: "2-3 წელიც მაცადეთ და "ოქროს ბურთს" მოვიგებ"
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        13-09-2016, 02:42

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ