image

ინგძაგიმ ის კლუბები დაასახელა, რომლებიც მისი აზრით ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავლენ

იტალიური "მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა და მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონზე ისაუბრა, რომელიც დღეს, 13 სექტემბერს აიღებს სტარტს. ლეგენდარული იტალიელი მიიჩნევს, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში "იუვენტუსი" და "ბაიერნი" ითამაშებენ.

"თუ ყველა კენჭისყრა ისე დასრულდა, რომ "იუვენტუსი" და "ბაიერნი" ერთმანეთს ნაადრევად არ გადაეყარნენ, მაშინ შემიძლია ვთქვა, ეს ორი კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. გერმანელები უკვე წლებია საუკეთესოდ თამაშობენ, ანჩელოტი კი დიდებული მწვრთნელია. რაც შეეხება იტალიურ კლუბს, უკვე მათი დროც დადგა".

"იუვეს" შესანიშნავი სატრანსფერო ბაზარი ჰქონდა. პოგბას გაყიდვით მათ შეავსეს შემადგენლობა. თუ ადრე ვამბობდით, რომ ტურინელებს კარგი დაცვა და არც ისე კარგი შეტევა ჰყავს, ახლა სიტუაცია შეიცვალა და ყველა რგოლში ბალანსი იგრძნობა. მათ დაიმატეს ბენატია, პიანიჩი და იგუაინი, ასეთ გუნდს დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია".

"ანჩელოტის ხელმძღვანელობით "ბაიერნი" საოცარ თამაშს აჩვენებენ. მათ აქვთ ყველა რესურსი, ფლანგებზე ნამდვილი მონსტრები, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი - ლევანდოვსკი, ყოველთვის სახიფათო მიულერი და ასეთივე დუგლას კოშტა. მოკლედ, ჩემს ვარაუდს კარგი არგუმენტები აქვს", - ამბობს ინძაგი.

აგრეთვე იხილეთ:
ბალოტელი: "2-3 წელიც მაცადეთ და "ოქროს ბურთს" მოვიგებ"
ტოტიმ მალდინის რეკორდი გაიმეორა
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        13-09-2016, 13:18

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ