image

როდრიგესის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილია

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალისა" და კოლუმბიის ნაკრების შემტევმა ჯეიმს როდრიგესმა თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მომავალ სატრანსფერო ბაზარზე თუ არა, ზაფხულში კლუბს დატოვებს.

როდრიგესი დაუღალავად ვარჯიშობს, მაქსიმუმს აკეთებს, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნოს, თუმცა ახალ სეზონშიც ზიდანისგან ნდობა არ აქვს - პრიმერა დივიზიონის პირველ 3 ტურში მხოლოდ 34 წუთი ითამაშა.

"დეილი ექსპრესის" ცნობით, კოლუმბიელის აგენტი წინასწარ მოლაპარაკებებს პრემიერ ლიგის კლუბებთან აწარმოებს. ყველაზე მეტად ჯეიმსის გადაბირება "არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურებს სურთ, თუმცა ფავორიტად "წითელი ეშმაკებს" მოიხსენიებენ.

გარდა ამისა, 25 წლის ფეხბურთელს კარიერის გაგრძელების კიდევ ერთი ვარიანტი საფრანგეთშიც აქვს. ფრანგულ პრესაში წერენ, რომ "პარი სენ-ჟერმენი" მადრიდის "რეალს" იანვარში მსუყე შეთავაზებას უმზადებს, რაზეც ზიდანი წინააღმდეგი არ უნდა იყოს.

აგრეთვე იხილეთ:
გვარდიოლა: "სიტი" ევროპის წამყვან კლუბებს ჯერ ვერ მოუგებს"
ბალოტელი: "2-3 წელიც მაცადეთ და "ოქროს ბურთს" მოვიგებ"
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        13-09-2016, 11:02

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ