image

"ევერტონიმა" "სანდერლენდის" პატარა ქომაგს 200 000 ევრო გადაურიცხა

ბრიტანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც მთელმა საზოგადოებამ აიტაცა და ყველასთვის მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს.

"ზე სანის" ცნობით, "ევერტონმა" 200 000 ევრო გადარიცხა "სანდერლენდის" პატარა გულშემატკივარ ბრედლი ლოურისთვის შექმნილ საქველმოქმედო ფონდში, რომელიც მის მკურნალობას ემსახურება.

როგორც ჩანს, აღნიშნული გადაწყვეტილება ლივერპულელებმა პრემიერ ლიგის გასულ ტურში, სტუმრად "სანდერლენდის" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ მიიღეს, რომელშიც მასპინძები 0:3 დაამარცხეს.

საინტერესოა, რომ აღნიშნული შეხვედრის მიმდინარეობისას ტრიბუნებზე 5 წლის კიბოთი დაავადებული ბიჭუნა გამოჩნდა, რომელიც ორივე კლუბის გულშემატკივრებმა შეძახილებით გაამხნევეს.

ბრედლის აშშ-ში სამკურნალო კურსის გასავლელად სულ 700 000 ევრო ესაჭიროებდა. "ევერტონის" მიერ გადარიცხულმა თანხამ კი ეს ციფრი შეავსო და რამდენიმე დღეში ბიჭუნა შტატებში გაემგზავრება.

აქვე გთანაზობთ ვიდეოს, რომელშიც ის კადრებია ასახული, ზევით რომ ვახსენეთ:


აგრეთვე იხილეთ:
დაუჯერებელი მატჩი: სამი პენალტი 22 წუთის მანძილზე და სამივე... [ვიდეო]
დიეგო კოშტა: "ამ გუნდში არასოდეს ვითამაშებ"
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        13-09-2016, 14:49

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ