image

"მილანი" "ჩელსის" ფაბრეგასის იჯარაზე შეუთანხმდა

როგორც "Calciomercato.com" იტყობინება, ლონდონურმა კლუბმა "მილანის" წარმომადგენლებთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს სესკ ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებით.

ესპანელი ნახევარმცველი 2017 წლის იანვარში შეუერთდება იტალიურ კლუბს და "როსონერიში" იჯარის წესით ითამაშებს. წყაროს მიხედვით, "მილანს" ფაბრეგასის გადაბირება 3 მილიონი ევრო დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ ადრე მედიასაშუალებები აცხადებდნენ, რომ მოთამაშე "ლურჯების" მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედიოდა და თანახმა იყო მისი სხვა გუნდში წასვლაზე. ამ სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა კლუბში 2 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. პორტალი Transfermarkt.de მას 45 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო კონტრაქტი "ჩელსისთან" 2019 წელს ეწურება.
  • ავტორი: ლადო მაჭარაშვილი        13-09-2016, 18:25

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ