image

იარმოლენკო კარიერას იტალიაში გააგრძელებს?!

ანდრეი იარმოლენკოს აგენტმა "Radio Crc"-სთან კიევის "დინამოს" თავდამსხმელის სამომავლო კარიერაზე ისაუბრა.

"გამორიცხული არ არის, რომ ანდრეი მომავალში იტალიაში ვიხილოთ, სადაც იგი დაამტკიცებს თავის შესაძლებლობებს. მისით "რომა" და "მილანი" ინტერესდებიან. ამჟამად მას ევროპული პასპორტი არ აქვს და სავარაუდოდ, მოთამაშე "მილანელოზე" ზამთარში ვერ გადავა, ამიტომ ზაფხულამდე მოცდა ღირს, პირველადი მოლაპარაკებები კი ამ ტრანსფერზე შესაძლოა, ახლავე დაიწყოს.

"უდინეზესთან" მატჩმა აჩვენა, რომ "მილანი" თავდამსხმელების ნაკლებობას განიცდის, ამიტომ ტრანსფერის შესახებ ლაპარაკი რეალურია. უკრაინელი ფეხბურთელის ფასი 18-20 მილიონ ევროს შეადგენს,"- დაასრულა აგენტმა.
  • ავტორი: ლადო მაჭარაშვილი        14-09-2016, 21:48

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ