image

ბონუჩი: "პრემიერ ლიგიდან ძალიან კარგი შემოთავაზება მივიღე"

ტურინის "იუვენტუსისა" და "სკუადრა აძურას" შეუცვლელმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ აპენინური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში "მანჩესტერ სიტის" შემოთავაზებაზე ისაუბრა.

"ვერ მოგატყუებთ, რომ ინგლისიდან წინადადებები არ მიმიღია. მართლაც იყო საინტერესო ზარები, მთავაზობდნენ იმას, რაზეც უარის თქმა რთული იყო, თუმცა დაუფიქრებლად უარს ვამბობდი".

"განსაკუთრებით "სიტი" აქტიურობდა. გვარდიოლას ძალიან სურდა ჩემთან ერთად მუშაობა, რაც ჩემთვისაც დიდი პატივი იქნებოდა. მან დამირეკა და ბევრ კარგ რამეს დამპირდა, თუმცა "იუვენტუსი" ჩემი სახლია და ბედნიერი ვარ, რომ აქ დავრჩი".

"ჩემპიონთა ლიგა? სამწუხაროა, მნიშვბელოვან მატჩში ვერ შევძელით 3 ქულის მოპოვება. რა თქმა უნდა, "იუვეს" მიზანად კვლავ რჩევა ტურნირის ფინალში თამაში. ერთი კონკრეტული მატჩით არაფერი წყდება, მალე უნდა მოვეგოთ გონს და სიტუაცია გამოვასწოროთ”, - ამბობს იტალიელი მცველი.

აგრეთვე იხილეთ:
პრანდელი: "მილანურ გრანდებს დიდი პოტენციალი აქვთ"
ინგძაგიმ ის კლუბები დაასახელა, რომლებიც მისი აზრით ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავლენ


  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        13-09-2016, 02:42

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ