image

ვაკო ყაზაიშვილმა გუშინ საოცარი გოლი გაიტანა (ვიდეო)

გუშინ ამერიკის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის 27-ე ტურში "ლოს ანჯელეს გალაქსიმ" საკუთარ კედლებში "სან ხოსეს" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში "სან ხოსეს" რიგებში მონაწილეობას იღებდა ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილიც, რომელმაც მეტოქეს მატჩის 45-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაუტანა და თამასში ანგარიში გახსნა.

ამის შემდეგ კი "გალაქსიმ" დამატებით 2 ბურთი მიიღო საკუთარ კარში და საბოლოოდ 0-3 დამარცხდა. ვაკომ მოედანზე 71 წუთი დაჰყო, ხოლო მის ანგარიშზე უკვე ამერიკული კლუბის შემადგენლობაში 3 შეხვედრაში 3 გატანილი გოლი დაგროვდა.


  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        28-08-2017, 13:20

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ