განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი 22-ე ჩოგანია
ავსტრალიის ღია პირველობაზე ნაჩვენები შედეგების შემდეგ, ცვლილებაა ATP-ის რეიტინგში, რომლის მიხედვითაც, ბასილაშვილი 22-ე ჩოგანია.
აღნიშნული ცვლილება განაპირობა იმან, რომ ქართველ ჩოგბურთელს ქულები არ მომატებია. მოგეხსენებათ, ბასილაშვილმა წარმატებით ავსტრალიის ღია პირველობაზე ორი ეტაპი გაიარა და შარშანდელი შედეგი გაიმეორა. მესამე რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი ციციპასთან დამარცხდა (6:3, 3:6, 7:6(7), 6:4) და ტურნირზე მისი წარმატებული სვლა აღარ გაგრძელდა.
დადებითი შედეგი აჩვენეს რობერტო ბაუტისტა-აგუტმა და დავიდ გოფენიმ, სწორედ მათმა სარეიტინგო წინსვლამ დაწია ბასილაშვილი სარეიტინგო პოზიცია.
აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო წინსვლა არ ჰქონია ლეგენდარულ როჯერ ფედერერსაც. ამ უკანასკნელმა მესამე პოზიციიდან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.