რეკლამა
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • გურამ, მიესალმე მაინც! - ყველაზე სწრაფი იპონი ქართველი ძიუდოისტის შესრულებით (ვიდეო)
    გურამ, მიესალმე მაინც! - ყველაზე სწრაფი იპონი ქართველი ძიუდოისტის შესრულებით (ვიდეო)
  • რა მოხდა მაშინ, როცა სუმოისტები ერთმანეთს სირბილში შეეჯიბრნენ  (ვიდეო)
    რა მოხდა მაშინ, როცა სუმოისტები ერთმანეთს სირბილში შეეჯიბრნენ (ვიდეო)
  • 1 წამით ადრე ვარლამ ლიპარტელიანმა მეტოქე საოცარი იპონით ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    1 წამით ადრე ვარლამ ლიპარტელიანმა მეტოქე საოცარი იპონით ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • "მე შემეშვი, ლაშას მიხედე..." - ქართველი ძალოსნის გმირობა (ვიდეო)
  • image

    ლებრონის სამარცხვინო მარცხი! ლეიკერსმა კოკოშკოვის ფინიქსთანაც წააგო

    ლეიკერსის კრიზისი ღრმავდება, ლოს ანჯელესელები პლეი ოფის ზონას უკვე 5 მოგებით ჩამორჩებიან. ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ მარცხი ამჯერად NBA-ს მიმდინარე სეზონის ყველაზე სუსტ გუნდთან, ფინიქს სანსთან იწვნიეს - საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის გუნდმა ლეიკერსი 118:109 დაამარცხა.

    მართალია, ლებრონმა 27 ქულა, 16 პასი და 9 მოხსნა დააგროვა და სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა, მაგრამ ლეიკერსი მარცხისგან ვერც მან იხსნა და ვერც ბრენდონ ინგრამმა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო. ლეიკერსს 63 მატჩის შემდეგ 30 მოგება და 33 მარცხი აქვს - რეგულარული სეზონის დასრულებამდე 19 მატჩია დარჩენილი და ლოს ანჯელესელებს პლეი ოფში გამსვლელ მე-8 ადგილამდე 5 მოგება აშორებთ.

    "ცხადია, რომ ეს თამაში უნდა მოგვეგო!” - განაცხადა მატჩის შემდეგ ლებრონ ჯეიმსმა, რომელსაც ESPN-ის ინფორმაციით, არასდროს წაუგია ისეთ გუნდთან, რომელსაც რეგულარულში ამ ფინიქსზე უარესი შედეგი ჰქონდა. კოკოშკოვის გუნდისთვის ეს ამ სეზონში მხოლოდ და მხოლოდ მე-13 გამარჯვებაა. აუტსაიდერიდან გამორჩეულები დეანდრე ეიტონი (26 ქულა, 10 მოხსნა) და დევინ ბუკერი (25 ქულა) იყვნენ.
  • ავტორი: gennaro        3-03-2019, 21:47
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ